ფეხბურთი

1:48 | 31.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მერებაშვილის საგოლე პასი

საბერძნეთის თასის გათამაშებაში, რომელიც საწყისი ეტაპიც ჯგუფური ფორმატით მიმდინარეობს, გიორგი ლორიას და გიორგი მერებაშვილის ოფი-მ “ქსანტი” 1:0 დაამარცხა.

მატჩის ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე კოსტა რიკელმა ფორვარდმა მაირონ ჯორჯმა შეაგდო, შედეგიანი პასი კი მერებაშვილის გახლდათ. ეს უკანასკნელი თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო, ლორია კი შეუცვლელად გაისარჯა.

C ჯგუფში ოფი-მ 4 ქულა მოაგროვა და პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო სათასო მატჩს კი უკვე გაისად, 7 იანვარს, “ნიკი ვოლოსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.119476