ფეხბურთი

20:30 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კავანიმ პრობლემები გადაჭრა

ფრანგული პსჟ-ს ფორვარდი ედინსონ კავანი პარიზულ კლუბიდან წასვლას არ აპირებს. ურუგვაელის თქმით პრობლემები გადაიჭრა და ბლანის გუნდში თავს კარგად გრძნობს.

“როდესაც პსჟ-ში გადმოვედი, გარკვეულ დისკომპორტს განვიცდიდი. იყო პრობლემები, რომლებიც გადაიჭრა და დღეს თავს კარგად ვგრძნობ. ლამაზი ქალაქი და გუნდის გულშემატკივრები პირადად ჩემთვის კარგ გარემოს ქმნიან”, - აღნიშნა კავანიმ.

მიმდინარე სეზონში კავანიმ ორი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაში, ხოლო ლიგა 1-ში ოთხი გოლისა და ერთი საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128602