სხვა

19:52 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

2017 წლის ევროპის ჩემპიონატი ფრენბურთში ქალთა შორის საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩატარდება

ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის გადაწყვეტილებით, 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ფრენბურთში ქალთა შორის, საქართველოსა და აზერბაიჯანში გაიმართება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის გენერალური ასამბლეის სხდომაზე მიიღეს, რომელიც თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართა.

გენერალურ ასამბლეაზე, საქართველოს და აზერბაიჯანის ფედერაციებმა ერთობლივი პრეზენტაციები წარმოადგინეს და 2017 წელს ქალთა ევროპის ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოიპოვეს.

საქართველოს დელეგაციას სხდომაზე ფედერაციის პრეზიდენტი – ირაკლი ჩაჩუა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი – ანდრია ლეჟავა წარმოადგენდნენ.

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფის შეხვედრებს თბილისი უმასპინძლებს. მატჩები სავარაუდოდ სპორტის სასახლეში გაიმართება, საქართველოს ქალთა ნაკრები კი ევროპის ჩემპიონატზე, როგორც მასპინძელი ქვეყნის გუნდი, შესარჩევი ეტაპის გარეშე ითამაშებს.

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩემპიონატის ფინალი, ნახევარფინალები და დანარჩენი ჯგუფების თამაშები ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატზე სულ 16 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო და სხვა დეტალებზე საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ოფიციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს. პრესკონფერენცია საქართველოს დელეგაციის თბილისში დაბრუნების შემდეგ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114902