ფეხბურთი

18:44 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაული “კოსმოსის” ფეხბურთელია

ვეტერანი ესპანელი რაულ გონსალეს ბლანკო ამერიკულ “კოსმოსში” ითამაშებს. ჩრდილო ამერიკის საფეხბურთო ლიგაში მოასპარეზე კლუბმა რაულთან კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა.

“კოსმოსი ცნობილი კლუბია. აქ უთამაშიათ ლეგენდარულ ფეხბურთელებს. ბედნიერი ვარ კლუბთან ხელმოწერილი კონტრაქტით და იმედს გამოვთქვამ გუნდს წარმატების მიღწევაში დახმარებას გავუწევ”, - აღნიშნა რაულმა.

კოსმოსის” ვენესუელელი მთავარი მწვრთნელი ჯოვანი სავარესე მოხარულია რაულის დამატებით. მისი თქმით გუნდის შეტევის პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

37 წლის ესპანელის ბოლო კლუბი ყატარული “ალ სადი” იყო. კარიერის საუკეთესო პერიოდი “რეალში” გაატარა, ხოლო “სამეფო კლუბიდან” წასვლის შემდეგ “შალკეს” მაისურითაც მოასწრო თამაში.

“ნიუ იორკ კოსმოსის” შემადგენლობაში კიდევ ერთი ესპანელი 38 წლის მარკოს სენა ირიცხება.

თეგებირაული
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114678