ფეხბურთი

17:28 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დილას” სასჯელი შეუმსუბუქეს

გორის “დილა” მომდევნო სამ მატჩს სახლში ჩაატარებს, ოღონდ გულშემატკივრების გარეშე. ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა.

ოთხშაბათს, სადისციპლინო კომიტეტმა ეროვნული ჩემპიონატის მე-10 ტურში, ქობულეთში ადგილობრივ “შუქურასა” და “დილას” შორის ჩაშლილი შეხვედრის შესახებ იმსჯელა. შედეგად, “დილა” 5000 ლარით დააჯარიმეს და სამი შეხვედრის “თენგიზ ბურჯანაძეზე” ჩატარება აუკრძალეს.

ამის შემდეგ, გორელებმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ დომენტი სიჭინავასა და აღმასკომს ოფიციალური წერილით მიმართეს, რომ სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება შეემსუბუქებინათ.

თხოვნამ შედეგი გამოიღო და გორელები საშინაო მატჩებს ნეიტრალური მოედნის ნაცვლად შინ, ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაატარებენ.

სადისციპლინო კომიტეტს შეუძლია აღმასკომის გადაწყვეტილება 7 დღეში სააპელაციო კომიტეტში გაასაჩივროს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115162