კალათბურთი

13:58 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

 ვესტბრუკი 38, გასოლი 32, კობი 31(+VIDEO)

ზაზა ფაჩულიას “მილოუკი ბაქსმა” გასვლით მატჩში “შარლოტ ჰორნეტსთან” დასანანი მარცხი იწვნია. მატჩის ძირითადი დრო 100:100 დასრულდა, ხოლო ოვერტაიმში ჯორდანის გუნდმა 8:6 იმარჯვა. მატჩის გარმორჩეული მოთამაშე ბრენდან ნაითი გახლდათ 22 ქულით, 13 პასი და 8 მოხსნით. ნაითს 2 მოხსნა დააკლდა სამმაგ დუბლამდე. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა 4 ქულა, 1 მოხსნა და 2 ჩაჭრა შესძინა გუნდს.

“ინდიანამ” “ფილადელფია” დაამარცხა 103:91. მატჩის საუკეთესო მექულეები “ინდიანას” ცენტრი როი ჰიბერტი და “ფილადელფიას” გამთამაშებელი ვროტენი გახლდნენ 22-22 ქულით. "ბოსტონმა” “ბრუკლინი” დაამარცხა 121:105. “ბოსტონის” ლიდერმა რაჟან რონდომ გუნდს 13 ქულა, 12 პასი და 7 მოხსნა შესძინა.

“მემფის გრიზლმა” “მინესოტა ტიმბერვულვზი” 105:101 დაამარცხა. “დათვების” შემადგელობაში საუკეთესო იყო ესპანელი ცენტრი მარკ გასოლი. მარკმა გუნდს 32 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი შესძინა. “მგლებში” საუკეთესო ტადეუშ იანგი გახლდათ 26 ქულით, 4 მოხსნით და 4 პასით.

“ნიუ იორკ ნიქსი” “მედისონ სქვეარ გარდენში” 24 ქულით დამარცხდა “ჩიკაგო ბულზთან”(104:80) მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც “ჩიკაგომ” 31:17 მოიგო. “ნიუ იორკის” ლიდერ კარმელო ენტონის 14 ქულა ჰქონდა. ჩიგაკოს ლიდერმა დერიკ როუზმა 13 ქულა შესძინა გუნდს. მატჩის საუკეთესო მექულე ტაჯ გიფსონი გახლდათ 22 ქულით.

“დენვერ ნაგეტსმა”დეტროიტ პისტონსი” 10 ქულით დაამარცხა -89:79. დენვერში საუკეთესო კენედ ფარიდი გახლდათ 22 ქულით, 17 მოხსნით და 4 პასით. "დეტროიტის” და მატჩის საუკეთესო მექულე ზაზა ფაჩულიას ყოფილი თანაგუნდელი ჯოშ სმიტი გახლდა 25 ქულით.

“იუტა ჯაზი” საკუთარ დარბაზში “ჰიუსტონ როკეტსთან” 21 ქულით დამარცხდა (104:93). დუაიტ ჰოვარდმა ორმაგი დუბლი შეასრულა 22 ქულა 10 მოხსა. ჯეიმს ჰარდენმა გუნდს 18 ქულა, 10 პასი და 7 მოხსნა შესძინა. “ბაბუაწვერას” 3 მოხსნა დააკლდა სამმაგ დუბლამდე.

“ფინიქს სანსმა” “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” 20 ქულით მოუგო- 119:99. “ლეიკერსის” ლეგენდამ კობი ბრაიანტმა გუნდს 31 ქულა, 4 მოხსა და 3 პასი შესძინა.

“საკრამენტო კინგზი” საკუთარ დარბაზში“გოლდენ სტაიტთან” 18 ქულით დამარცხდა (95-77). მატჩში ყველაზე მეტი ქულა “გოლდენ სტეიტის” მსროლელმა სტეფენ კარიმ 24 ქულა ჩააგდო.

“პორტლენდ თრეილ ბლეიზერსმა” დურანტის გარეშე მოასპარეზე “ოკლაჰომა სითი თანდერი” 106:89 დაამარცხა. დურანტის არყოფნაში “ოკლაჰომას” ერთპიროვნული ლიდერი რასელ ვესტბრუკი გახდა. “პორტლენდთან” მატჩში ვესტბრუკმა გუნდს 38 ქულა და 6 პასი. “პორტლენდში” საუკეთესო ლამარკუს ოლდრიჯი 27 ქულით იყო.

“შარლოტ ჰორნეტსი”- “მილოუკი ბაქსი” 108:106(25:24, 21:33, 22:26,32:17, ო.ტ. 8:6)

“შარლოტ ჰორნეტსი”: ვოლკერი (26 ქ.), ვილიამსი (19 ქ.), ჯეფერსონი (14 ქ. 10 მ.), ზელერი (11 ქ.), სტეფანსონი (7 ქ. 13 მ.) (8 პ. ნილი, 6 ქ.) რობერტსი (4ქ.)

“მილოუკი ბაქსი”: ნაითი (22 ქ, 13 პ. 8 მ.), მაიო (17 ქ.), მიდელტონი (17ქ. 6 მ.), სანდერსი (10 ქ.), ანტეტოკოუნმპო (10 ქ.), ჯ. პარკერი (8 ქ.), ილიასოვა (6ქ.) ჰენსონი (5 ქ.), ფაჩულია (4 ქ.).

“ინდიანა”- “ფილადელფია” 103:91 (26:24, 22:27, 30:22,25:18)

“ინდიანა”: ჰიბერტი ( 22 ქ. 8 მ.), სლოანი (16 ქ. 10 მ.), სტარქი (16 ქ.), მაილსი (15 ქ.) კოპლანდი (11 ქ.) სკოლა (10 ქ. 6 მ.) ალენი ( 6 ქ.), მაინმი (4 ქ. 9 მ.),

“ფილადელფია”: ვროტენი (22 ქ. 8 მ. 7პ.), შვედი (18 ქ. 5 პ.), ჯონსონი (12 ქ.), დავიესი (12 ქ. 5 მ.) სიმსი (10 ქ.), ტომპსონი (5 ქ.) ტომასი (4 ქ. 5 მ.)

“ბოსტონ სელტიკსი” – “ბრუკლინ ნეტსი” 121:105 (32:23, 35:18, 34:31, 20:33)

“ბოსტონი”: ოლინიკი (19 ქ. 6 მ.),გრინი (17 ქ.), ბრედლი (15 ქ.) რონდო (13 ქ. 12 პ. 7 მ.) სალინჯერი (13 ქ.), თარნერი (10 ქ.) სმარტი (10 ქ. 4 ჩ.), ბასი (8 ქ.), ზელერი (6 ქ.)

“ბრუკლინი”: ტელეტოვიჩი (20 ქ. 6მ.), ჯონსონი (19 ქ. 6მ.), ვილიამსი (19 ქ. 8 პ.), ჯეკი (11 ქ. ) გარნეტი (10 ქ. 6 მ.), ჯეფერსონი (8 ქ.), ბოგდანოვიჩი (7 ქ.), პლამლი (4 ქ.), კირილენკო (3 ქ.)

“მაიამი” “ვაშინგტონი”- 95:107 (22:28, 31:24, 19:18, 35:25)

“მაიამი”: ბოში (26 ქ. 15 მ.), კოული (23 ქ.) უეიდი (21 ქ.) დენგი ( 12 ქ.), ჩელმერსი (8 ქ.), ანდერსონი (7 ქ.) ენისი (5 ქ.) უილიამსი (3 ქ. 6 მ.)

“ვაშინგტონი”: გორტატი (18 ქ. 7 მ.), გუდენი (18 ქ.), პირსი (17 ქ. 6 მ. 5 პ.) ვოლი (16 ქ.), პორტერი (13 ქ.), ჰამფრიზი (4 ქ.)

“ტორონტო”-“ატლანტა”- 109:102 (24:22, 36:30, 26:19, 23:31)

“ტორონტო”: ვალანჩუნასი (17 ქ. 8 მ.), ჯონსონი (16 ქ. 10 მ.), დეროზანი (15 ქ. 11 მ. 6 ჩ.) როსი (13 ქ.), ვასკესი (12 ქ.), ლოვრეი (11 ქ. 10 პ.), ჰანდსბრო ( 5 ქ.)

“ატლანტა”: ტიგი ( 20 ქ.), კორვერი (20 ქ.), სკოტი (20ქ.), მილსაპი ( 13 ქ. 10 მ.)ჰორფორდი(12 ქ. 13 მ.) ქეროლი (10 ქ.)

“მემფისი”-“მინესოტა” 105:101 (25:27, 28:20, 28:27, 24:27

“მემფისი”: მ. გასოლი (32 ქ. 9 მ.), რენდოლფი ( 25 ქ. 13 მ.), კონლი (16 ქ. 6 პ.), ლი (14 ქ.), ტ. ალენი ( 8 ქ. 5 პ.), კარტერი (4 ქ.)

“მინესოტა”:იანგი (26 ქ. 4 მ. 4 პ.), უილიამსი (18 ქ.), მუჰამედი (13 ქ. 7 მ.), რუბიო (12 ქ. 7 პ.), ბრიუვერი (6 ქ.), დიენგი ( 6 ქ. ) პეტკოვიჩი (5 ქ. 8 მ.)

“ნიუ იორკი” – “ჩიკაგო” 80:104 (20:24, 23:29,17:31, 20:20)

“ნიუ იორკი”: ენტონი (14 ქ.), სტაუდმაიერი (12 ქ. 8 მ.) სმიტი ( 8 ქ.), ჰარდევეი (7 ქ.), დალამბერტი ( 6 ქ.), ლარკინი ( 6 ქ.), შამპერტი (5 ქ.) პრიჯიონი (4 ქ)

“ჩიკაგო”: გიბსონი (22 ქ. 8 მ.) პ. გასოლი (21 ქ. 11 მ.), (ბრუქსი 13 ქ. 6 პ.) როუზი (13 ქ. 5 პ.), ჰაინრიხი (12 ქ.), მიროტიჩი (5 ქ. 7 მ.), ნოა (3 ქ. 6 მ.) დანლივი (0 ქ. 3 მ. 4 პ.)

“დენვერი” – “დეტროიტი” 89:79 (23:21, 19:19, 23:23, 24:16)

”დენვერი”: ფარიდი (22 ქ. 17 მ.), აფლალო (15 ქ.) მოზგოვი (13 ქ. 11 მ), გალინარი (7 ქ.), ჩანდლერი (7 ქ.) ალონზო ჯიი ( 3 ქ.) რობინსონი (2 ქ.)

“დეტროიტი”:სმიტი (25 ქ), აუგუსტინი ( 15 ქ. 6 მ.), დრამონდი ( 11 ქ. 9 მ.), სინგლერი ( 8 ქ.), ჯერებკო (7ქ. ), ჯენინგსი (4 ქ.)

“იუტა” - “ჰიუსტონი” 93-104 (27:27, 23:31, 22:17, 21:29)

“იუტა”: ბარკსი (18 ქ.), ბარკი (15 ქ.), ფაივორსი (16 ქ. 7 მ.) ბუკერი ( 14 ქ.), ჰაივორდი ( 8 ქ. 8 მ. 7 პ.), გობერტი (2 ქ.)

“ჰიუსტონი”: ჰოვარდი (22 ქ. 10 მ.), არიზა (20 ქ. 5 მ.) ჰარდენი ( 18 ქ. 7 მ. 10 პ.), პაპანიკოლაუ (12 ქ.) ტერი (8 ქ.)

“ფინიქსი” - “ლეიკერსი” 119:99( 33:19, 26:31, 39:23, 21:26)

“ფინიქსი”: ტომასი (23 ქ.), მორისი (21ქ.), მორისი (12 ქ.), პლამლი (10 ქ.), გ. დრაგიჩი 18 ქ.) ბლედსოუ (16 ქ. 9 პ).

“ლეიკერსი”: ბრაიანტი (31 ქ. 4 მ. 3 პ.), დევისი (14 ქ.), ელინგტონი (13 ქ.), ჯონსონი (9 ქ.) ჰილი ( 6 ქ. 11 მ.), კლარკი (4 ქ.)

“საკრამენტო” - “გოლდენ სტეიტი” 77: 95 (23:25, 26:22, 14:26, 14:22)

“საკრამენტო”:კაზენსი (20 ქ. 11 მ.), რუდი გეი (14 ქ. 9 მ.), კოლისონი (13 ქ. 8პ. 5 ჩ.), სტაუსკასი ( 9 ქ.), ლანდრი (8 ქ.), ტომპსონი (2 ქ. 7 მ.)

”გოლდენ სტეიტი”: კარი (24 ქ. 10 მ. 5 პ.), ტომპსონი ( 19 ქ. 6 პ.), გრინი (12 ქ. 10 მ.), ბარნსი (9 ქ. ), ეზელი (5 ქ.), ბარბოსა (4 ქ.)

“პორტლენდი”- “ოკლაჰომა” 106:89 (29:34, 20:20, 26:23, 31:12)

“პორტლენდი”: ოლდრიჯი (27 ქ.), ბატუმი ( 16 ქ. 6 პ.), კამანი ( 12 ქ. 6 მ.), ლოპესი (11 ქ. 10 მ.), ლილარდი (10 ქ. 5 პ.), რობინსონი (2 ქ.)

“ოკლაჰომა”: ვესტბრუკი (38 ქ. 6 პ. 3 ჩ.), ტომასი (14 ქ. ), იბაკა (10 ქ. 8 მ. 4 ბლოკი), ადამსი (8 ქ.), რობერსონი ( 6 ქ. 7 მ.) პერკინსი ( 4 ქ. 8.)

0.113309