ისტორია

10:12 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

30 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში 

1961 - დაიბადა მიხეილ მესხი-უმცროსი. თბილისის “დინამოს”, მოსკოვის “სპარტაკისა” და საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრების ფორვარდი. თბილისის “დინამოს” რიგებში ჩატარებული აქვს 97 მატჩი, გაიტანა 18 გოლი. “სპარტაკში” გამოსვლისას გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. გარდაიცვალა 2003 წელს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1938 - დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ მეხუთე ინგლისის საფეხბურთო მეორე დივიზიონის მატჩს დაესწრო. ერთმანეთს “ნორვიჩ სიტი” და “მილუოლი” ხვდებოდნენ.

1949 - ფეხბურთში საკავშირო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზური თბილისის “სპარტაკმა” მოიპოვა.

1967 - ფერდინანდ ბრეკმა ველოსიპედით რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. მან საათში 48.093 კილომეტრი გაიარა.

1974 - მუჰამედ ალიმ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ჯოჯრ ფორმენი მერვე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ორთაბრძოლა ზაირის დედაქალაქ კინშასაში ჩატარდა.

1975 - ჯონ ბუჩეკი მეშვიდე ჰოკეისტი გახდა, რომელმაც ჰოკეის ეროვნულ ლიგაში გატანილ შაიბათა რაოდენობა 500-მდე აიყვანა.

1993 - ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარულ ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მოპოვებული ათი მოგების შემდეგ “ტორონტო მეიფლ ლივზმა” პირველი მარცხი იწვნია.

1996 - “მანჩესტერ იუნაიტედმა” ევროთასებზე გამოსვლის 40 წლის განმავლობაში საკუთარ “ოლდ ტრაფორდზე” პირველი თამაში წააგო. სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს სტამბოლის “ფენერბახჩემ” მოუგო.

2007 - შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ფიფას აღმასრულებელმა კომიტეტმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ბრაზილია გამოაცხადა, ხოლო 2011 წლის ქალთა მუნდიალის მასპინძლობა გერმანიას დააკისრა.

2007 - თანამდებობიდან გადადგა სამხრეთ აფრიკის რაგბისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯეიკ უაიტი, რომელმაც იმავე წლის ზაფხულში გუნდს მსოფლიოს თასი მოაგებინა.

2007 - ფიფამ ქუვეითს საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობა აუკრძალა. ამისი მიზეზი საფეხბურთო საქმეებში ქვეყნის ხელისუფალთა ჩარევა გახდა

ამ დღეს დაიბადნენ

1905 - ჯუზეპე ფარინა. იტალიელი მრბოლელი. ფორმულა1-ში 1950 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.

1914 - მარიონ ლეიდვიგი. ბოულინგში ცხრაჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო მოთამაშედ.

1924 - ჰანელორა ვეიგრანდი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ცხენოსანი. 1956 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1939 - ველიბორ ვასოვიჩი. იუგოსლავიის ნაკრების, ბელგრადის “ცრვენა ზვეზდასა” და “პარტიზანის”, ამსტერდამის “აიაქსის” მცველი. იუგოსლავიისა და ჰოლანდიის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 1974 წელს მოიგო ჩემპიონთა თასი. გულის შეტევით 2002 წლის 4 მარტს მოულოდნელად გარდაიცვალა.

1940 - მიგელ კალდერონ-გომესი. კუბელი კალათბურთელი. 1972 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1949 - ლარი ჰოლმსი. სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი (1978-85). პროფესიულ რინგზე ჩატარებული 75 ორთაბრძოლიდან 69 (44 ნოკაუტით) მოიგო.

1953 - რობერტ ლი პერიში. ამერიკელი კალათბურთელი. “ბოსტონ სელტიკსა” და “ჩიკაგო ბულზში” ასპარეზობის პერიოდში ოთხჯჯერ გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი (1981, 1984, 1986, 1997). ცხრაჯერ ითამაშა “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. პერიში დაასახელებს NBA-ს ყველა დროის 50 უძლიერეს კალათბურთელს შორის და შეიყვანეს საკალათბურთო “დიდების დარბაზში”.

1960 - დიეგო არმანდო მარადონა. “ფეხბურთის ღმერთად” წოდებული არგენტინელი მოთამაშე. მსოფლიოს ჩემპიონი და მექსიკაში ჩატარებული ტურნირის საუკეთესო მოთამაშე (1986), მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1979), არგენტინის ჩემპიონი (1981), ესპანეთის თასის და სუპერთასის მფლობელი (1983), იტალიის ჩემპიონი (1987, 1990), იტალიის თასის (1987) და სუპერთასის (1990) მფლობელი, უეფას თასის მფლობელი (1989). 1990 წელს არგენტინის საკმაოდ უფერული ეროვნული ნაკრები სწორედ დიეგოს წყალობით მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, მაგრამ 1986 წლის მუნდიალისგან განსხვავებით, ამჯერად უკვე გერმანელებმა იმარჯვეს. 1994 წელს, აშშ-ში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე დიეგო მარადონას აკრძალული პრეპარატის მოხმარებისთვის დისკვალიფიკაცია მისცეს, რაც არგენტინელთა გუნდს ტურნირის დატოვებად დაუჯდა. გარდა ამისა, იგი არაერთხელ იყო მხილებული ნარკოტიკების მოხმარებასა და შენახვაში, წლების წინ კი, რამდენჯერმე მოათავსეს ნარკოლოგიურ კლინიკაში. მარადონამ არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 91 მატჩი, გაიტანა 34 გოლი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “არგენტინოს ხუნიორსში” (1976-1981, 166 მატჩი, 116 გოლი), “ბოკა ხუნიორსში” (1981-1982, 40 მატჩი, 28 გოლი; 1995-1997, 31 მატჩი, 7 გოლი), “ბარსელონაში” (1982-1984, 58 მატჩი, 38 გოლი, “ნაპოლიში” (1984-1991, 188 მატჩი, 81 გოლი), “სევილიასა” (1992-1993, 29 მატჩი, 7 გოლი და “ნიუელს ოლდ ბოიზში” (1993, 7 მატჩი). წვრთნიდა “დე კორიენტესს” და “რასინგს”. 2008 წლის 29 ოქტომბერს იგი არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მანამდე კი, არგენტინის ნაკრების სხვა ყოფილ ფეხბურთელებთან ერთად თბილისს ეწვია და ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, ქართველ ვეტერან მოთამაშეებთან ერთად ამხანაგური მატჩიც ჩაატარა. თავისი შეუდარებელი საფეხბურთო მიღწევების გარდა, დიეგო მარადონა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ სპორტსმენად ითვლება, რაც მის პერსონას კიდევ უფრო მეტ პოპულარობას სძენს. რამდენიმე წლის წინ, იგი მასშტაბურ საფეხბურთო-სატელევიზიო შოუს უძღვებოდა. მას დაწერილი აქვს ავტობიოგრაფიული წიგნი. 2010 წლის მუნდიალის დასრულების შემდეგ არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

1961 - მიხეილ მესხი-უმცროსი. თბილისის “დინამოს”, მოსკოვის “სპარტაკისა” და საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრების ფორვარდი. თბილისის “დინამოს” რიგებში ჩატარებული აქვს 97 მატჩი, გაიტანა 18 გოლი. “სპარტაკში” გამოსვლისას გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. გარდაიცვალა 2003 წელს.

1961 - ჰანს სეგერსი. პსვ-ს, “ნოტინგემ ფორესტისა” და “უიმბლდონის” გოლკიპერი.

1962 - შტეფან კუნცი. გერმანელი ფეხბურთელი. ევროპის 1996 წლის ჩემპიონი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 25 მატჩი, გაიტანა 6 გოლი. “კაიზერსლაუტერნთან” ერთად გახდა გერმანიის ჩემპიონი. ბუნდესლიგაში ჩაატარა 449 მატჩი, გაიტანა 179 გოლი. ორჯერ იყო ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი.

1970 - ჯეიმს პედრო. ამერიკელი ძიუდოისტი. 1992 და 1996 წლების ოლიმპიადების ბრინჯაოს მედლების მფლობელი.

1971 - ფრედი ბობიჩი. გერმანელი ფეხბურთელი. 1996 წლის ევროპის ჩემპიონი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 37 მატჩი, გაიტანა 10 გოლი.

1979 - სიმაო საბროსა. პორტუგალიელი ფეხბურთელი. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი.

ამ დღეს გარდაიცვალა

2006 - ჯოვანი მონტანი. სერია B-ში მოთამაშე “ბარის” ფეხბურთელი. იგი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ტერაქტის მსხვერპლი იტალიური მაფიოზური დაჯგუფების ხელმძღვანელის, ანდრეა მონტანის შვილიშვილი გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114248