ჩოგბურთი

0:36 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის დასანანი მარცხი

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანული ეკენტალის (საპრიზო ფონდი 35 ათასი დოლარი) ჩელენჯერს დასანან ბრძოლაში გამოეთიშა.

მერვედფინალში ბასილაშვილი მე-4 ნომრად განთესილ ევგენი დონსკოის გაეჯიბრა და პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე მოუგო, თუმცა, მატჩი, რომელიც ორ საათსა და 23 წუთს გაგრძელდა, 7:6 (8:6), 6:7 (7:9), 2:6 დათმო.

საინტერესოა, რომ დონსკოიმ 6-დან 5 ბრეიკ-პოინტი შეასრულა, ნიკოლოზმა კი 16 შესაძლებლობიდან მხოლოდ 3-ჯერ (!) იხეირა. ჯამში, ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეზე მხოლოდ ერთით ნაკლები ქულა მიითვალა – 116:117.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117681