რაგბი

22:42 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდე “ბორჯღალოსნები” რუსეთის გავლით ფინალში არიან

საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუსი თანატოლები 41:5 გაანადგურა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

“უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” თამაში აქტიურად დაიწყეს და ლელოს, გარდასახვა, მალევე კი, ჯარიმა მიაყოლეს. ამის შემდეგ ქართველებმა ჯარიმების დარტყმაზე უარი თქვეს და შეცდომისთვის საპასუხო ლელოთი დაისაჯნენ. თამაში რომ განახლდა, “ბორჯღალოსნებმა” კვლავ მძლავრად შეუტიეს და იერიში ლოგიკურ დასასრულამდე, ანუ ლელომდე მიიყვანეს - 15:5.

შესვენებისას მწვრთნელებმა სიტუაცია სათანადოდ გააანალიზეს და ფაქტობრივად 15 წუთში ყველაფერს წერტილი დაესვა. ამ პერიოდში “ბორჯღალოსნებმა” მეტოქეს ერთმანეთზე უკეთესი 4 უპასუხო ლელო გაუტანეს და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა - 41:5.

ქართველი 19-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალია-ესპანეთის წყვილს შორის გამარჯვებულს ხვდებიან. შეგახსენებთ, ეს ტურნირი 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფის” შესარჩევი ეტაპიცაა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

შერკინება

1 ნიკა ნეფარიძე, 2. ბადრი ალხაზაშვილი ^კაპ, 3. ბექა კაკაბაძე, 4. თორნიკე ზოიძე, 5. ოთარ გიორგაძე, 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 7. დავით პაპავაძე, 8.ბექა გორგაძე

ღერძი

9. ვასილ ლობჟანიძე, 10. რეზი ჯინჭველაშვილი

ხაზი

11. დავით გულიტაშვილი, 12. ბადრი ლიპარტელიანი, 13. გიორგი კოშაძე, 14. ანზორ სიჭინავა, 15.ირაკლი სვანიძე,

მარქაფა

16. გიორგი ტორაძე, 17. თორნიკე მატარაძე, 18. გიორგი მელიქიძე, 19. როლანდ კვაჭაძე, 20. ბადრი დანგაძე, 21. თემურ თუთბერიძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. იოსებ კიკვაძე, 24. რატი შანიძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115351