კალათბურთი

14:44 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

NBA-ს 69-ე სეზონი დაიწყო (+VIDEO)

სტარტი აიღო NBA-ს 69-ე სეზონმა. სულ 3 მატჩი გაიმართა. “ნიუ ორლეან პელიკანსმა” “ორლანდო მეჯიქი” 101- 84 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მექულე “ნიუ ორლეანის” ცენტრი ენტონი დევისი გახლდათ, ამერიკელმა პარკეტზე 36 წუთი გაატარა და გუნდს 26 ქულა, 17 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 პასი შესძინა. "ორლანდომ” პირველი მეოთხედი ერთი ქულით მოიგო (25-24), მაგრამ “ნიუ ორლეანმა” შემდეგ სამივე პერიოდში იმარჯვა და საბოლოოდ 17 ქულიანი გამარჯვება იზეიმა.

“სან ანტონიომ” “დალას მავერიქსს” 101:100 მოუგო. მატჩი თანაბრად მიმდინარეობდა, “დალასს” ბოლო წამზე მოგებაც შეეძლო. 101:100-ზე ბოლო წამებზე პარსონსმა 3-ქულიანი ესროლა, მაგრამ ვერ ჩააგდო. მატჩის საუკეთესო მექულე “დალასის” გამთამაშებელი მონტა ელისი იყო 26 ქულით. დანკანმა ორმაგი დუბლი შეასრულა 14 ქულა და 13 მოხსნა.

"ჰიუსტონ როკეტსმა” “ლეიკერსი” 109:90 დაამარცხა. მატჩში ყველაზე მეტი ქულა ჯეიმს ჰარდენმა დააგროვა – 32 ქულა. “ლეიკერსის” ლეგენდამ, კობი ბრაიანტმა გუნს 19 ქულა შესძინა.

“ნიუ ორლეანი” – “ორლანდო” 101:84 (24:25, 24:16, 30:23, 23:20)

ნიუ ორლეანი”: დევისი 26 (ქ.) 17 (მ.), ანდერსონი 22 (ქ.), აშიკი 14 (ქ.) 17 (მ.), ევანსი 12 (ქ.) 6 (პ), გორდონი 8 (ქ.), ჰოლიდეი (8ქ.), რივერსი (7ქ.), აჟინცა (2ქ.)

“ორლანდო”: ჰარისი (25ქ.) (8მ.), ვუჩევიჩი (15ქ.) (23მ.), გორდონი (11ქ.), ფურნიე (11ქ.), ფაიტონი (4ქ.) დედმონ (3ქ.)

“სან ანტონიო”-“დალასი” 101:100 (26:24, 19:29, 31:20, 25:27)

“სან ანტონიო”: პარკერი (23ქ.) (3პ.), ჯინობილი (20ქ.) (6პ.), ბელინელი (15ქ.) დანკანი (14ქ.) (13მ.), გრინი (13ქ.) ჯოზეფი (7ქ.), დიაო (5ქ.) (9მ.).

“დალასი”: ელისი (26ქ.) (6პ.), ნოვიცკი(18ქ.) (6მ.), ჰარისი (17ქ.) (5პ.), ნელსონ (9ქ.), ჩენდლერი (8ქ.) (10ქ.), ჯეფერსონი (6ქ.), პარსონსი (5ქ.)

“ლეიკერსი”-“ჰიუსტონი” 90: 108 (19:31, 26:31, 24:23, 21:23)

“ლეიკერსი”: ბრაიანტი (19ქ.), ბუზერი (17ქ.) (7მ.), დევისი (11ქ.), კლარკსონი (8ქ.), ლინი (7ქ.), ჯონსონი (7ქ.), ჰილი (7ქ.)

“ჰიუსტონი”: (32ქ.) (6ქ.), არიზა (16ქ.), ჯონეს (16ქ.), ჰოვარდი (13ქ.) (11მ.), ტერი (8ქ.), მონტეუნას (4ქ.), პაპალუკასი (4ქ.), დანიელსი (2ქ.)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1593