ჭიდაობა

11:22 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხუთი ფინალი და გუნდური მეორე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 24-26 ოქტომბერს სტამბოლში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე “რესპუბლიკის თასზე” სულ გათამაშებული 8 ოქროს მედლიდან 4 მოიპოვა.

ჩემპიონები ირაკლი შავაძე (55 კგ), გელა ბოლქვაძე (74 კგ), ნიკოლოზ კახელაშვილი (96 კგ) და ზვიად პატარიძე (120 კგ) გახდნენ. ბაკურ გოგოლი (66 კგ) კი ფინალში დამარცხდა.

შავაძემ გადამწყვეტ ბრძოლაში რუს არტემ პაშმენკოს მოუგო, ბოლქვაძემ - ყირგიზ ესენ ასანოვს, კახელაშვილმა – რუს მურატ ლოკიაევს, პატარიძემ – თურქ დურგუნ ოგუჟანს. გოგოლი კი რუსეთის ნაკრების წევრ გარიკ გიულუმიანთან დამარცხდა.

საპრიზო სამეულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ თორნიკე ჭელიძესა (55 კგ) და გელა შავაძეს (66კგ), რომლებმაც რეპეშაჟის ფინალში წააგეს.

თურქულ ხალიჩაზე სულ ექვსი ქვეყნის: თურქეთის, საქართველოს, რუსეთის, ირანის, უნგრეთისა და ყირგიზეთის ნაკრებები გავიდნენ. საერთო გუნდურ ჩათვლაში გამარჯვება მასპინძლებმა მოიპოვეს, 60 ქულით. მეორე ადგილი კი ქართულმა გუნდმა დაიკავა 53 ქულით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117692