ძიუდო

11:10 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

უმცროსი კადეტების ყაზახური მონაგარი

საქართველოს უმცროს კადეტთა ნაკრებმა (1998-99) ყაზახეთის ქალაქ ტემირტაუში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ბრწყინვალედ იჭიდავა. თბილისის 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის ასაკობრივი ჯგუფის სპორტსმენებმა სამ-სამი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

საქართველოს დროშის ქვეშ ყაზახურ ტატამზე 14 ძიუდოისტი გავიდა. მათგან ტურნირი წაუგებლად ვანო ხუბაშვილმა (55 კგ), რობიზონ ბეგლარაშვილმა (60 კგ) და ნინო მგელაძემ (52 კგ) ჩაამთავრეს. ეს უკანასკნელი ქართულ დელეგაციაში შემავალ სპორტსმენთაგან ერთადერთი გოგონა იყო.

ზურაბ კახნიაშვილი (50კგ), ვანო მახათაძე (60 კგ) და გუგა გოგიტიძე (66კგ) ფინალში დამარცხდნენ. თემურ ნოზაძემ (55კგ), გოგა ქევხიშვილმა (73კგ) და ამირან წიქორიძემ (+73კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ტურნირში მონაწილეობა ყაზახეთის, საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის 300-მდე სპორტსმენმა მიიღო. ქართველი ძიუდოისტები ყაზახეთში მწვრთნელებმა თამაზ კარიაულმა, გიგა ბოჭოიძემ და ნესტორ ხერგიანმა ჩაიყვანეს.

ერთ კვირაში უმცროს კადეტთა ნაკრები ტიუმენში გაემგზავრება, სადაც ტურნირზეც გამოვა და ერთკვირიან ერთობლივ წვრთნებშიც ჩაერთვება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112513