ჭადრაკი

1:27 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო!

სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს ქართველმა მოჭადრაკეებმა ბათუმში დასრულებულ ევროპის რიგით 24-ე ჩემპიონატზე.

10 წლამდე ბიჭებში I-III ადგილი გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით ბრინჯაოს მედალი ერგო ნიკოლოზ კაჭარავას.

16 წლამდე გოგონებში მეორე ადგილზე გავიდა ნინო ხომერიკი. 16-წლამდე ჭაბუკებში ასევე ვერცხლი დაისაკუთრა გიორგი სიბაშვილმა.

18-წლამდე გოგონათა შორის ვერცხლი მოიპოვა ნატალია იმნაძემაც.

0.134335