რაგბი

1:05 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბორჯღალოსნები” ტულუზაში შეიკრიბნენ

“ბორჯღალოსნები” საფრანგეთში გაემგზავრნენ, სადაც ფრანგული ტოპ-14-ის კლუბ “ტულუზას” ბაზაზე (ერნესტ-ვალონი) სამ დღიან შეკრებას გაივლიან.

შეკრებაზე იმყოფებიან ქართულ კლუბებში და საზღვარგარეთ მოასპარეზე ნაკრების სანოემბრე რაზმის კანდიდატები. ფრანგული შეკრების დასრულების შემდეგ, 3 ნოემბრიდან ქართველი მორაგბეები ტესტებისთვის მზადებას “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე განაახლებენ.

სამწვრთნელო შტაბი “ბორჯღალოსნების” სანოემბრე რაზმს საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაასახელებს.

თბილისში ეროვნული გუნდი ღია ვარჯიშებსაც (თითოს თითო საშინაო მატჩის წინ) გამართავს, რომლებზეც დასწრება ტრადიციულად, ქომაგებსა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს შეეძლებათ.

0.110912