ძიუდო

13:04 | 26.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვერცხლის წერტილი და გუნდური ოქროს მოლოდინი

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების უმძიმესმა წევრმა გუგა კიბორძალიძემ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იჭიდავა და უმაღლეს ტიტულამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. ინდივიდუალური პირველობის დასკვნით დღეს ტატამზე გურამ თუშიშვილი (100 კგ) და ელენე ქებაძეც (+78 კგ) გავიდნენ. თუშიშვილს პოდიუმამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. ქებაძე კი შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა.

კიბორძალიძემ ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე იპონებით ჩამოიშორა. კანადელი მარტინ რიგიელსკის, სერბი ზარკო კულუმისა და ეგვიპტელი აჰმედ ვაჰიდის დასამარცხებლად სულ სამი წუთი იკმარა. უკრაინელ ანტონ რუდნიკთან კი მეოთხე წუთზე შებოჭვით იმარჯვა. გადამწყვეტ ილეთამდე ქართველი მძიმეწონოსანი ვაზარს აგებდა.

ფინალში კიბორძალიძე მონღოლ დურენბაიარ ულზიიბაიარს დაეჭიდა და მესამე წუთზე, თავის წამოწყებულ ილეთზე ბეჭებზე დაეცა.

გურამ თუშიშვილმა ძირითად ბადეში საუდის არაბეთის ნაკრების წევრ სულთან მანიასა და ავსტრიელი მაქსიმილიან ჰაგენდერის იპონ-იპონ ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში, მომავალ ჩემპიონთან, იაპონელ რიუტარო გოტოსთან უილეთო შეხვედრაში, ოთხი გაფრთხილებით დამარცხდა და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო. ყაზახ ნურიმ სალიმგერეიევთან ვაზარით ჩამორჩენა შეატრიალა სათავისოდ. “ბრინჯაოს ფინალში” კი რუსეთის ნაკრების წევრ რამაზან მალსუიგენოვთან ბეჭებზე დავარდა. თუმცა იქამდე თავად შეასრულა ულამაზესი გდება, რომელიც მსაჯებმა ვაზარად შეაფასეს.

ელენე ქებაძემ კიმონო ერთადერთხელ მოირგო – შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და ეკვადორელ მერლინ ვივეროსთან გაფრთხილებებით დამარცხდა.

გია გუგავას გაწვრთნილი გუნდი 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში 67 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-8 ადგილზე გავიდა.

მსოფლიოს ჩემპიონატი გუნდური ჩემპიონატით დასრულდება. საქართველოს ნაკრები ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა და შესაბამისად, პირველ ნომრადაა განთესილი. გია გუგავას გაწვრთნილი გუნდი საქმეში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთვება, უზბეკეთთან შეხვედრით. გამარჯვების შემთხვევაში კი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრიას შორის მოგებულს დაუპირისპირდება. ნახევარფინალის სავარაუდო მეტოქეთაგან კი სამხრეთ კორეა და რუსეთი უნდა გამოვარჩიოთ.

ძიუდო

მსოფლიოს ჩემპიონატი

მაიამი

22-25 ოქტომბერი

ვაჟები

55 კგ

1 ვატარუ უმეკიტა (იაპონია)

2 კამალ ფიკრი (საფრანგეთი)

3 ამარტუვშინ ბაიარაა (მონღოლეთი)

3 ბატულგა განბაატარი (მონღოლეთი)

60 კგ

1 ფრანცისკო გარიგოსი (ესპანეთი)

2 ცოგტბაატარ ცენდოჩირი (მონღოლეთი)

3 ინ ჰიუკჩოი (სამხრეთკორეა)

3 მეჰმან სადიგოვი (აზერბაიჯანი)

66 კგ

1 იგორ მგდსიანი (რუსეთი)

2 ჰიფუმი აბე (იაპონია)

3 რიკარდო სანტოს ჟუნიორი (ბრაზილია)

3 ბარუჩ შმაილოვი (ისრაელი)

73 კგ

1 ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა)

2 იუჯი იამამოტო (იაპონია)

3 კობა მჭედლიშვილი (საქართველო)

3 ნუნო სარაივა (პორტუგალია)

81 კგ

1 რაფაელ მაჩედო (ბრაზილია)

2 მიხაილ იგოლნიკოვი (რუსეთი)

3 ლევან გუგავა (საქართველო)

3 პაპე დუდუ ნდიაიე (საფრანგეთი)

7 უშანგი მარგიანი (საქართველო)

90 კგ

1 კრიშტიან ტოტი (უნგრეთი)

2 ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი)

3 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

3 მაქს დე ვრეეზე (ჰოლანდია)

100 კგ

1 რიუტარო გოტო (იაპონია)

2 ნიაზ ილიასოვი (რუსეთი)

3 აარონ ვოლფი (იაპონია)

3 რამაზან მალსუიგენოვი (რუსეთი)

5 გურამ თუშიშვილი (საქართველო)

+100 კგ

1 დუურენბაიარ ულზიიბაიარი (მონღოლეთი)

2 გუგა კიბორძალიძე (საქართველო)

3 იაკივ ხამო (უკრაინა)

3 რუსლან შახბაზოვი (რუსეთი)

გოგონები

44 კგ

1 ჰიტომი საკაგუჩი (იაპონია)

2 ლარისა ფარიასი (ბრაზილია)

3 მელისა ჩაკმაკლი (თურქეთი)

3 ოლფა საუდი (ტუნისი)

48 კგ

1 ამი კონდო (იაპონია)

2 დილარა ლოკმანჰეკიმი (თურქეთი)

3 ალექსანდრა პოპი (რუმინეთი)

3 პატრისია სზეკელი (გერმანია)

52 კგ

1 ამანდინ ბუჩარი (საფრანგეთი)

2 ლარისა ფლორიანი (რუმინეთი)

3 ასტრიდ ნეტო (საფრანგეთი)

3 მაკო უჩიო (იაპონია)

57 კგ

1 მომო ტამაოკი (იაპონია)

2 ჩრისტა დეგუჩი (იაპონია)

3 კატერინ ბოჩემინ-პინარდი (კანადა)

3 დარია მეჟეცკაია (რუსეთი)

63 კგ

1 მიო მინეი (იაპონია)

2 ნამი ნაბეკურა (იაპონია)

3 ვივიან ჰერმანი (გერმანია)

3 კატიეჟემიმა იეტსბრაუნი (ბრიტანეთი)

70 კგ

1 ბარბარა მატიჩი (ხორვატია)

2 ებონი დრისდალ დალი (ბრიტანეთი)

3 მარი ევა გაე (საფრანგეთი)

3 მელისა ელინე (საფრანგეთი)

78 კგ

1 სარა მზუგუი (ტუნისი)

2 სამა ჰავა კამარა (საფრანგეთი)

3 ბეატა პაკუტი (პოლონეთი)

3 ანა ლაურა პორტუონდო (კანადა)

+78 კგ

1 სარა ასაჰინა (იაპონია)

2 ანასტასია საპსაი (უკრაინა)

3 მარინე ერბი (საფრანგეთი)

3 მერლინ ვივეროსი (ეკვადორი)

გუნდური ჩათვლა. ვაჟები

1. იაპონია 2 2 1 1 0
2. რუსეთი 1 2 2 0 1
3. მონღოლეთი 1 1 2 0 0
4. ესპანეთი 1 1 0 1 0
5. ბრაზილია 1 0 1 0 1
6. სამხრეთ კორეა 1 0 1 0 1
7. უნგრეთი 1 0 0 0 1
8. საქართველო 0 1 3 1 1
9. საფრანგეთი 0 1 1 0 0
10. აზერბაიჯანი 0 0 1 2 1
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11204