სხვა

3:03 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამი ლიდერი: პეგასი, მამული, ყვარელი

საქართველოს გოგონათა სახელბურთო ჩემპიონატზე პირველი წრის შემდეგ სამი გუნდი, პეგასი, მამული და ყვარელი ლიდერობს – სამივეს 5-5 მოგება და თითო წაგება აქვს. ურთიერთშეხვედრებში ბურთების უკეთესი სხვაობით პირველ ადგილზე პეგასია.

ასეთი მდგომარეობა მას შემდეგ დამყარდა, რაც პეგასმა დამაჯერებლად, 25:17 დაამარცხა ყვარელი, რომელიც ბოლო დღის წინ ხუთიდან 5 მოგებით ლიდერობდა. საქმე გადაწყვიტა თბილისელთა მწვრთნელის, ნინო წივწივაძის ტაქტიკამ – წარსულში ცნობილმა ხელბურთელმა პერსონალური მეურვეები მიუჩნა ყვარლელთა ლიდერებს, ქიტესაშვილსა და კუნელაშვილს, რის შემდეგაც გუნდი პარალიზებული აღმოჩნდა. პეგასმა ტაიმი 11:7 მოიგო და შესვენების შემდეგ სხვაობა უფრო გაზარდა. თბილისელთაგან დაცვაში საუკეთესო იყო ჩოგოვაძე, ხოლო შეტევაში – ის, ჩოხელი და მორჩაძე.

5 მოგება დაუგროვდა მამულს, რომელმაც ყვარელთან მარცხის შემდეგ ფოთის გუნდიც დაამარცხა. ფოთელთა ლიდერები – გადელია, ხურცილავა და ფარცვანია თითქმის თამაშის ბოლომდე უძალიანდებოდნენ საქართველოს ჩემპიონს, მაგრამ ბოლოსკენ თბილისელებმა გარდატეხეს თამაში – 35:30 და საბოლოოდ – 35:33. მამულში საუკეთესო იყო ქრისტინე ღვალაძე 11 გოლით, რომელთა უმეტესობა სწრაფი გარღვევების შემდეგ გავიდა.

ახლა შინაურ ასპარეზზე მცირე შესვენებაა. კვირა დილით საქართველოს ეროვნული ნაკრები ესტონეთში მიემგზავრება, სადაც 29 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი აქვს. 2 ნოემბერს ესტონლებს სპორტის სასხლეში ვმასპინძლობთ.

საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები. 1998-99

პირველი წრე, გლდანი

24 ოქტომბერი

წყალტუბო – ქარიშხალა 24:9

წყალტუბო: ჯიქია - ჯანელიძე 8, ჯავახაძე 6, ჯიმშელეიშვილი 6, ფანცხავა 2, დარსაველიძე 1, ჯიშკარიანი 1, დახუნდარიძე, მამარდაშვილი.

ქარიშხალა: არაბაჯევა, ნ. ბერაძე - მშვენიერაძე 4, რატიანი 2, ვაიტაძე 1, კუპატაძე 1, მ. ბერაძე 1, სოსელია, კერესელიძე.

მამული – ფოთი 35:33

მამული: მაზმიშვილი, ვარდიშვილი - ღვალაძე 11, გიორგაძე 6, გაბისონია 6, ნარიმანიძე 5, ყველაშვილი 5, ომიაძე 2.

ფოთი: კუბლაშვილი - გადელია 17, ხურცილავა 6, ჭითანავა 5, ფარცვანია 3, ბერაია 1, ყუფუნია 1, სურგულაძე

ყვარელი – პეგასი 17:25

ყვარელი: გუბელაძე - თ. იორდანიშვილი 4, ქიტესაშვილი 4, თეთრაშვილი 3, კუნელაშვილი 3, ს. იორდანიშვილი 2, კუპატაძე 1, მიხელიძე.

პეგასი: ჩაჩუა, ყაველაშვილი - ჩოხელი 9, ჩოგოვაძე 7, მორჩაძე 6, ვენეცკი 2, ბერიძე 1, შოშიტაშვილი

იმედი – ქარიშხალა 4:9

მსაჯები: ინა ჭკუასელი, გია წივწივაძე, გიორგი სამყურაშვილი.

პირველი წრის შემდეგ: პეგასი 10 (+6), მამული 10 (-1), ყვარელი 10 (-5), ფოთი 6, წყალტუბო 4, ქარიშხალა 2, იმედი 0

www.geohandball.ge

0.116355