კალათბურთი

18:15 | 27.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაჟან რონდომ თითი მოიტეხა

Nba.com-ის ცნობით, “ბოსტონ სელტიკსის” გამთამაშებელმა რაჟან რონდომ მარცხენა ხელის თითი მოიტეხა. ხუთშაბათს რონდომ თითი სახლში მოიტეხა, ხოლო პარასკევს, 28 წლის კალათბურთელს წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია. ამერიკელ კალათბურთელს რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 6-8 კვირა დასჭირდება. რონდო NBA-ის სეზონის დასაწყისს გამოტოვებს.

რაჟანმა, ტრავმების გამო, წინა სეზონში მხოლოდ 29 თამაში ჩაატარა. მისი მონაგარი ერთ მატჩში საშუალოდ გახლდათ 11.5 ქულა, 10.1 პასი და 5.6 მოხსნა.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113587