ძიუდო

21:59 | 24.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

გუგავა და ღვინიაშვილი ნახევარფინალში გავიდნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ლევან გუგავამ (81 კგ) და ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) მაიამიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრეს და ნახევარფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვეს. უშანგი მარგიანმა (81 კგ) კი ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

გუგავამ ნახევარფინალის გზაზე მექსიკელი გერმან აიალა, ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი, ლატვიელი გლებს ტალალუიევსი და საფრანგეთი პაპე დუდუ ნდიაიე ჩამოიშორა. ფინალში გასასვლელად კი რუს მიხაილ იგოლნიკოვს დაეჭიდება.

ღვინიაშვილი ნახევარფინალში უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტს, უნგრელ კრიშტიან ტოტს შეხვდება. 18 წლის ქართველმა ძიუდოისტმა წინასწარ ეტაპებზე სამხრეთკორეელი ჯაე იუნ კიმი, იაპონელი შოიჩირო მუკაი და ებრაელი ლი კოჩმანი იპონ-იპონ დაამარცხა.

მარგიანმა ჩემპიონატი ბერძენი კონსტანტინოს სარიდისისთვის 45 წამში შესრულებული სუფთა გდებით გახსნა. ესპანეთის სახელით მოჭიდავე შალვა ყალაბეგაშვილს ქულებით აჯობა. შვედ იონას ბიორკტორპთან წაგების შემდეგ კი დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, სადაც ჰოლანდიელ რიკო ჰარდერს დაუპირისპირდება.

81 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიებში მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები თბილისის დროით გამთენიას გამოვლინდებიან.

0.142577