ფეხბურთი

19:00 | 24.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

”დინამომ” “სპარტაკი” გაანადგურა

დღეს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-10 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. გვიან მატჩში ერთმანეთს ლიდერები - თბილისის “დინამო” და ცხინვალის “სპარტაკი” ხვდებოდნენ. დინამოელებმა ერთი თავით აჯობეს მეტოქეს და 6:1 გაიმარჯვეს. საქართველოს ნაკრების წევრმა, გიორგი პაპუნაშვილმა კი ჰეთ თრიქი შეასრულა და მთავარმეგოლეებს დაეწია.

მანამდე გორში “სიონი” და “ვიტ ჯორჯია” ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ.

24 ოქტომბერი

სიონი (ბოლნისი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:0

დინამო (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 6:1 (3:1)

გოლები: 1:0 გიორგი პაპუნაშვილი(13), 1:1 მერაბ გიგაური (25), 2:1 ლაშა პარუნაშვილი (30), 3:1 ირაკლი ძარია (39), 4:1 გიორგი პაპუნაშვილი (54), 5:1 მათე ცინცაძე (75), 6:1 გიორგი პაპუნაშვილი (90)

25 ოქტომბერი

სამტრედია – ზუგდიდი

სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 15:00

დისკვალიფიცირებულები: შოთა ლომაია, ლუკა კობერიძე (ზუგდიდი)

მსაჯები: გ. დოგრაშვილი, ი. კაკაბაძე, მ. კუპატაძე, დ. სანოძე (სათადარიგო)

გურია (ლანჩხუთი) – დინამო (ბათუმი)

ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 15:00

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ზ. ფიფია, დ. კურტანიძე, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)

შუქურა (ქობულეთი) – დილა (გორი)

ქობულეთი. “ჩელე არენა.” 15:00

დისკვალიფიცირებული: ლაშა ჩაფიძე (შუქურა)

მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ზვ. ერქვანია, ზ. ბერულავა, ვ. ბასილაია (სათადარიგო)

მეტალურგი (რუსთავი) – კოლხეთი (ფოთი)

რუსთავი. “ფოლადი,” 15:00

მსაჯები: ი. კვირიკაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ზ. ასკაროღლი, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)

26 ოქტომბერი

ჩიხურა (საჩხერე) – ტორპედო (ქუთაისი)

ივანწმინდა. ცენტრალური. 15:00

დისკვალიფიცირებულები: გიორგი ქიმაძე (ჩიხურა); მიხეილ მახვილაძე (ტორპედო)

მსაჯები: ლ. სილაგავა, გ. ელიკაშვილი, ს. სპიცინი, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)

ზესტაფონი – მერანი (მარტვილი)

ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 17:00

დისკვალიფიცირებულები: აკაკი წყაროზია, დავით ბოლქვაძე (მერანი)

მსაჯები: გ, კიკაჩეიშვილი, ი. უკლება კ. სადილიანი, ზვ, ტუღუში (სათადარიგო)

1. დინამო (თბ) 10 7 2 1 21:7 23
2. სამტრედია 9 5 2 2 11:7 17
3. ცხინვალი 10 5 2 3 10:14 17
4. დილა 9 4 3 2 14:6 15
5. ტორპედი 9 3 5 1 10:7 14
6. მეტალურგი 9 3 4 2 11:9 13
7. ჩიხურა 9 4 1 4 10:10 13
8. დინამო (ბთ) 9 4 1 4 10:10 13
9. ვიტ ჯორჯია 10 3 2 5 9:9 11
10. მერანი 9 3 2 4 8:8 11
11. გურია 9 2 5 2 9:15 11
12. ზესტაფონი 9 2 4 3 18:13 10
13. ფოთი 9 2 3 4 9:13 9
14. ბოლნისი 10 2 3 5 9:15 9
15. შუქურა 9 1 5 3 7:14 8
16. ზუგდიდი 9 0 4 5 4:13 4

მეგოლეები:

6 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ჯაბა დვალი (ზესტაფონი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

4- შოთა ლომია (ზუგდიდი)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი ძარია, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111126