ფეხბურთი

16:52 | 24.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

SBM LEAGUE 2014/15: სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის მეორე ტური

26 ოქტომბერს, ჯ.ცერცვაძის სახ. ხელბურთის აკადემია ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლებს. მეორე ტურის შეხვედრებს სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის გუნდები გამართავენ.

სუპერლიგაში მეორე ტური სრულად გაიმართება. ვინაიდან გათამაშებაში ცხრა გუნდია ჩართული, ამჯერად დასვენება საქართველოს უნივერსიტეტის გუნდს მოუწევს. შეგახსენებთ, რომ ამავე „მიზეზით“ ჩემპიონატის სტარტი შსს-მ გამოტოვა, რომელიც ახლა ჩაატარებს სადებიუტო შეხვედრას. რაც შეეხება „ვერცხლის ლიგას“, აქ ტური ორად გაიყოფა: რვა გუნდი ამ კვირას ითამაშებს, ხოლო დანარჩენი ექვსი, 2 ნოემბერს დაუპირისპირდება ერთმანეთს.

26.10.2014. სუპერლიგა. II ტური.
14:00 ს.კჯვაროსნები - FC PSP
15:00 შსს - დინამო (ბთ)
16:00 პროგრესბანკი - FC TTC
17:00 მფკნატახტარი - DHL GEORGIA

26.10.2014. ვერცხლისლიგა. II ტური
12:00 კოლიერსი - პროკრედიტბანკი
13:00 ბაქსვუდი - BP GEORGIA

18:00 ტატიშვილი - საქრუსენერგო
19:00 ვითიბიბანკი 2 - საქართველოსბანკი 2

თამაშებს შორის, ჩემპიონატის სპონსორი, ამერიკული ფეხსაცმლის ბრენდი „სკეჩერსი“ და ჩემპიონატის პარტნიორი თაფლი „მეფუტკრე“, „ოქროს“ და „ვერცხლის“ ლიგის პირველი ტურების საუკეთესო ფეხბურთელებს დააჯილდოვებენ. გიორგი კასრაძე(საქართველოს ბანკი) „სკეჩერსის“ ფირმის სპორტული ფეხსაცმლით დაჯილდოვდება, ხოლო გიორგი აფციაურს(GWP) თაფლი „მეფუტკრის“ პროდუქცია გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის რიგით მეშვიდე გათამაშებამ, რომელშიც სულ 33 გუნდი ღებულობს მონაწილეობას, სტარტი 5 ოქტომბერს აიღო.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი „ჯომა“.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, „მედი ქლაბ ჯორჯია“, თაფლი „მეფუტკრე“ და ყვავილების მაღაზია „flowers.ge”.

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

0.152954