კალათბურთი

13:13 | 24.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნეში მომავალ სეზონს გამოტოვებს

“ლოს ანჟელეს ლეიკერსის” გამთამაშებლის სტივ ნეშის განცხადებით, ზურგის ტრავმის გამო, ის 2014-15 წლების სეზონს გამოტოვებს.

გასულ სეზონში კანადელმა კალათბურთელმა იგივე პრობლემის გამო, მხოლოდ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სარეაბილიტაციო კურსის კვალად კი, ახალ სეზონში სრულად დატვირთვას ვარაუდობდა.

წინასასეზონი პერიოდში 40 წლის ნეშმა 3 თამაში ჩაატარა, თუმცა, ტკივილები ისევ იგრძნო და მდგომარეობა გაირთულა. ადრინდელი ინფორმაციის თანახმად, მომავალი სეზონი სტივის კარიერაში ბოლო უნდა ყოფილიყო, თუმცა, ახალი გარემოებების გათვალისწინებით, კანადელი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, რთული სათქმელია.

შეგახსენებთ, რომ ნეში კალიფორნიულ გუნდში 2012 წელს ჩაირიცხა და ლეიკერსის მაისურით ჯამში მხოლოდ 65 მატჩი გამართა. სადღეისოდ, ლიგის ყველაზე ხნიერ კალათბურთელს მომავალ სეზონში 9 მილიონი დოლარი უნდა მიეღო.

თეგებისტივ ნეში
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113734