ფეხბურთი

12:50 | 24.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევროპული კლუბების ასოციაცია ფიფას მუნდიალის ჩატარებას მაისში სთავაზობს

ევროპული კლუბების ასოციაცია, რომელშიც “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ბაიერნი”, “რეალი”, “ბარსელონა” და “ლივერპული” შედიან, 2022 წელს ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებას ეწინააღმდეგებიან.

ცოტა ხნის წინ, ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ ყატარში მუნდიალი ხსენებულ თვეებში ჩაივლის.

ევროპული კლუბების ასოციაცია ფიფას ჩემპიონატის მაისში გამართვას სთავაზობს. ასოციაციის განცხადებით, თუ თამაშების კალენდარს სათანადოდ შეადგენენ, მაისისთვის შესაძლოა შიდა ჩემპიონატებისა და ევროთასების დასრულება, ხოლო შემდეგ შედარებით ნორმალურ ტემპერატურაში ჩემპიონატის ჩატარება.

თეგებიყატარი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115843