ჭადრაკი

12:38 | 24.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სხდომა ბათუმში

24 ოქტომბერს ბათუმის სასტუმრო “რედისონში” ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო საბჭოს სხდომა გაიმართება.

სხდომაზე საპრეზიდენტო საბჭო განიხილავს 25 ოქტომბერს ბათუმშივე დაგეგმილი ევროპის საჭადრაკო კავშირის რიგგარეშე ყრილობაზე გასატან საკითხებს.

აღნიშნულ საკითხთა შორისაა ევროპის საჭადრაკო კავშირის ბიუჯეტის და მენეჯმენტის განხილვა, ევროპის 2016 წლის ასაკობრივი ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის გამოვლენა და სხვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12498