სხვა

12:32 | 24.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

25 ოქტომბერს თბილისი მარათონია!

25 ოქტომბერს 10:00 საათზე, თბილისის ზღვაზე სტარტს აიღებს 2014 წლის მარათონი. მასში მონაწილეობას დაახლოებით 1800 ადამიანი მიიღებს, მათ შორის სიმბოლურ სტარტს აიღებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანიც. დაჯილდოების ცერემონია 15:30 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ღონისძიება არის რიგით მესამე ნახევარმარათონი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება საქართველოში და ამავდროულად საქველმოქმედო ხასიათისაა. “თბილისიმარათონის” ორგანიზატორია “ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი”. ღონისძიება გერმანიის საელჩოს და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით ტარდება.

“თბილისიმარათონი” მისი ფორმატისა და საზოგადოების ჩართულობის კუთხით საერთაშორისო სტატუსს ატარებს. თითოეული დარეგისტრირებული ადამიანი, ქველმოქმედების მონაწილე ხდება. რეგისტრაციის თანხა – 10 ლარი “ჰაიდელბერგცემენტის” მიერ გაორმაგებული ოდენობით მოხმარდება მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის მშენებლობას.

0.109057