თამაშგარე

10:09 | 24.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი ბიანკას ყვარობსო...

ლეგენდრიული იტალიელი ფეხბურთელისა და ახლა უკვე მწვრთნელის, ფილიპო ინძაგის ქალთმოყვარეობის შესახებ, მთელს ევროპაში ლეგენდები დადის. ცოლთან დაშორების შემდეგ, თვე ისე არ გავა, ინძაგის ახალი სატრფოს შესახებ რომ არ გავრცელდეს ჭორები.

რამდენიმე დღის წინ, ინძაგი იტალიელმა ჭორთმოყვარეებმა, ერთ-ერთ ბარში, ცნობილ იტალიელ მომღერალთან, ბიანკა აძეისთან ერთად გამოიჭირეს. ბიანკაც ქმარს სულ ცოტა ხნის წინ გაშორდა და აპენინურმა ბულვარულმა მედიამაც რასაკვირველია ამ ამბავს თავისი “კუდები“ მოაბა.

სხვათა შორის, ფილიპო ინძაგი მას შემდეგ რაც მწვრთნელი გახდა, ყოველთვის ცდილობს, რომ თავისი სექსუალური ისტორიებით მედიას ნაკლებად შეეჩხიროს თვალში, მაგრამ მისი ამ კუთხით პოპულარობა იმდენად დიდია, რომ საკმარისია ქალთან ერთად გაიაროს სადმე, მისი პერსონა უკვე “ყვითელ“ ჟურნალებშია ხოლმე გამოჭიმული. თანდართულ ვიდეოზე შეგიძლიათ მოუსმინოთ ბიანკას სიმღერას და შეაფასოთ ინძაგის გემოვნება.

0.114025