ფეხბურთი

3:07 | 24.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვაწაძემ ათამდე დაამრგვალა

ქართველ ფორვარდ მათე ვაწაძეს ჩინებული პერიოდი უდგას. მან დანიის პირველ დივიზიონში “ორჰუსის” მაისურით მე-12 მატჩი ჩაატარა და მე-10 (!) გოლი შეაგდო.

25 წლის ვაწაძემ “ჰორსენსთან” თამაშში ანგარიში 30-ე წუთზე გახსნა, თუმცა კი, დარჩენილ დროში სტუმრებმა 2-ჯერ იხეირეს და 2:1 მოიგეს. ისიც ვთქვათ, რომ “ჰორსენსმა” გადამწყვეტი ბურთი მას შემდეგ შეაგდო, რაც მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ.

გასულ მატჩში ორჰუსელთა სასტარტო შემადგენლობაში 2 ქართველი ფეხბურთელი იყო: ვაწაძე 83-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო დავით სხირტლაძე – 69-ეზე.

ქართველთა კლუბს 13 ტურის თავზე 19 ქულა შერჩა და მე-5 ადგილზე იმყოფება.

0.115474