სხვა

1:56 | 24.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კოსოვო ოლიმპიურ ოჯახში ერთიანდება

სულ მალე მსოფლიოს ოლიმპიურ ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატება და ეს კოსოვოს რესპუბლიკა იქნება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, კოსოვო ჯერ-ჯერობით სოკ-მა პირობითად აღიარა, რას იმის მაუწყებელია, რომ მის სრულუფლებიან ცნობამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩა.

სოკ-ში მიიჩნევენ, რომ კოსოვო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელიც გაეროში შემავალი 193 სახელმწიფოდან 108 ცნო და მთავარი არგუმენტიც სწორედ ეს არის. 8-9 დეკემბერს, მონაკოში სოკ-ის მორიგი სესია გაიმართება, სადაც მოხდება კოსოვოს სოკ-ის შემადგენლობაში სრულუფლებიანი გაწევრიანება და ამ ქვეყნის სპორტსმენებსაც შეეძლებათ რიოს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა.

„ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ უპირველესად კოსოვოელი ათლეტების ინტერესები დავიცავით, რათა მათ მოეხსნათ ყოველგვარი დაბნეულობა და თვითრწმენა შეემატოთ” - ნათქვამია სოკ-ის განცხადებაში.

ნიშანდობლივია, რომ კოსოვოს ოლიმპიური კომიტეტი ჯერ კიდევ 1992 წელს დაარსდა და ოლიმპიურ რუკაზე დასატანად 22 წელიწადი დასჭირდა.

www.geonoc.org.ge

0.132576