ჭადრაკი

0:58 | 24.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ გრან-პრიზე პირველი გამარჯვება იზეიმა

ქართველმა მოჭადრაკე ბაადურ ჯობავამ (2717) ფიდე-ს გრან-პრის ტაშკენტურ ეტაპზე პირველი გამარჯვება იზეიმა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.

ჯობავამ შავი ფიგურებით უზბეკთა იმედი, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი რუსტამ კასიმჯანოვი (2706) დაამარცხა, რომელმაც უკანასკნელ ადგილზე გადაინაცვლა, ბაადურმა კი 1.5 ქულით 12 მონაწილეს შორის მე-6 პოზიციას ეწია.

მე-4 ტურში ქართველი დიდოსტატი თეთრებით აზერბაიჯანელ ტეიმურ რაჯაბოვს (2726) დაუპირისპირდება.

ისიც ვთქვათ, რომ 3 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი ფრანგი მაქსიმ ვაშიე-ლაგრავე (2757) გახლავთ. მის აქტივში 2.5 ქულაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101042