კალათბურთი

22:27 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

თბილისის საკალათბურთო ჩემპიონატში საუკეთესო ოთხეული გამოვლინდა. დედაქალაქის 18-წლამდელთა პირველობის მეოთხედფინალებს დღეს საკალათბურთო აკადემიამ უმასპინძლა. სამ შეხვედრაში ფავორიტმა ზედმეტი პრობლემების გარეშე გაიმარჯვა, ხოლო „მგზავრები-არმიისა“ და “მართვეს“ მატჩი დაძაბულად წარიმართა და ამ უკანასკნელის გამარჯვებით – 73:64 დასრულდა.

პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „კნაუფ-აკადემიამ“ 116:57 დაამარცხა „ჰიუნდაი“. 28 ქულით ნიკა დარბაიძე გამოირჩა, ხოლო 19 ქულა შოთა მახარაშვილმა მიითვალა. 11 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა შეხვედრა ლუკა გიორგაძემ.

აკადემიელები ნახევარფინალში „შსს-აკადემიას“ შეხვდებიან, რომელმაც „ვესტას“ 90:42 მოუგო. შსს-ელთაგან ბომბარდირი 20 ქულით ლაშა დოლიძე გახდა, ხოლო ვასილ კუტალაძემ 27 მოხსნა და 13 ქულა მიითვალა.

მეორე ნახევარფინალური წყვილი ასე გამოიყურება: „იბერი“ – „მართვე“. მართველებმა „მგზავრები-არმიას“ აჯობეს. არადა, ბოლო მეოთხედის წინ მგზავრები 3 ქულით ლიდერობდნენ. შესანიშნავად ითამაშა ნოდარ სანაიამ, რომელმაც 22 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა და „მართვეს“ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. 14 ქულით თავი შოთა ლუარსაბიშვილმა გამოიჩინა.

ნახევარფინალური მატჩები ხვალ, 24 ოქტომბერს, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112109