კალათბურთი

22:00 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა სამინისტროში

24 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ახალ სეზონთან დაკავშირებით შეხვედრაა დაგეგმილი.

სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა 2014-2015 წლების სეზონის სუპერლიგაში მონაწილე კლუბებს შეხვდებიან. შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გახლავთ დაგეგმილი.

0.117866