ფეხბურთი

19:15 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩერჩი სადებიუტო გოლით ბედნიერია

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველი, ალესიო ჩერჩი “მალმიოსთან” მოგებული მატჩის (5:0) შემდეგ ჟურნალისტებთან წარსდგა და აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა. იტალიელი ძალიან გახარებული იყო სადებიუტო გოლით.

“მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე წუთი ვითამაშე, მნიშვნელოვანი გამოცდა იყო ჩემთვის. ტრავმის შემდეგ ნელნელა უკეთესად ვგრძნობ თავს და სასურველ ფორმას ვუახლოვდები.

ძალიან ბედნიერი ვარ სადებიუტო გოლით. ყველაზე სასიხარულო კი, დიეგო სიმეონეს ნდობაა ჩემდამი. მწვრთნელს ჩემი იმედი აქვს და ამას ნამდვილად ვგრძნობ.

პირველ ნახევარში ცოტათი გაგვიჭირდა, თუმცა პირველმა გოლმა ყველაფერი თავის ადგილას დააყენა”, - განაცხადა იტალიელმა ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე “ატლეტიკოს” 3 თამაშში 6 ქულა აქვს მოპოვებული და პირველ პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116601