ფეხბურთი

17:06 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბელარუსულ “შახტიორში” ქართველი ფეხბურთელი ისინჯება

ბელარუსის უმაღლესი ლიგის კლუბ სოლიგორსკის “შახტიორში” ქართველი ფეხბურთელი იაკობ აფხაზავა ისინჯება.

ის 23 წლისაა და ამპულით თავდამსხმელია. ბოლოს ესპანეთის სეგუნდა B-ს კლუბ “კულტურალ ლეონესაში” თამაშობდა, სადაც 2013-2014 წლების სეზონში 8 მატჩი ჩაატარა. მანამდე, თბილისის “ლოკომოტივსა” და ფოთის “კოლხეთში” გამოდიოდა.

“შახტიორში” ერთი ქართველი ფეხბურთელი უკვე თამაშობს - ნახევარმცველი სანდრო გურული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12952