ფეხბურთი

14:54 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რეხვიაშვილს ჯვარედინი მყესები გაუწყდა

თურქული საფეხბურთო კლუბის “ბოლუსფორის” მცველს გიორგი რეხვიაშვილს ჯვარედინი მყესები გაუწყდა.

თურქეთის პირველი ლიგის მე-6 ტურში, “ბოლუსფორმა” საკუთარ მოედანზე “ალტინორდუს” ვერ მოუგო - 0:0. მატჩის 43-ე წუთზე რეხვიაშვილი მეტოქეს ფეხებში ჩაუვარდა და მძიმე ტრავმა მიიღო. ის გუნდის გასახდელში საკაცით შეიყვანეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ “რეხვოს” მყესები გაწყვეტია. რამდენ ხანში დაუბრუნდება მოედანს, ჯერჯერობით უცნობია.

26 წლის მცველი “ბოლუსფორში” ზაფხულში “ჩიხურადან” გადავიდა და თურქულ კლუბში 6 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.0627