ჩოგბურთი

14:21 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კვიტოვამ შარაპოვა იოლად დაამარცხა

სინგაპურში მიმდინარე ქალ ჩოგბურთელთა შემაჯამებელი ტურნირზე, თეთრ ჯგუფში მეორე ტურის მატჩები დასრულდა.

ჩეხმა პეტრა კვიტოვამ იოლი გამარჯვება მოიპოვა, მან რუსი მარია შარაპოვა 6:3, 6:2 დაამარცხა. მატჩი კვიტოვასთვის ცუდად დაიწყო, მარია პირველ სეტში 2:0 დაწინაურდა თუმცა, ჩეხმა ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და სეტებში დაწინაურდა.

მეორე სეტში პეტრამ ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. შარაპოვამ ბოლოს პრესტიჟის 2 გეიმის მოგება მოახერხა.

შარაპოვამ ვერც ერთი ეისი ვერ მოაწოდა და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო კვიტოვამ 2 ეისი ჩააწოდა და ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა. მატჩი საათსა და 17 წუთს გაგრძელდა.

თეთრ ჯგუფში მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერმა დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ პოლონელი აგნეშკა რადვანსკა დაამარცხა (7:5, 6:3).

იხილეთ თეთრი ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა.

1.

კაროლინ ვოზნიაცკი

2

2

0

4:1

2

2.

პეტრა კვიტოვა

2

1

1

2:2

1

3.

აგნეშკა რადვანსკა

2

1

1

2:2

1

4.

მარია შარაპოვა

2

0

2

1:4

0

კვიტოვა – შარაპოვას მატჩის საინტერესო მომენტები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06419