ძიუდო

12:20 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

დღეს ოთხი ქართველის ჯერია

მაიამიში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში უკვე მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდა. ვაჟებში 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში და გოგონებში 44 და 48 კილოგრამებში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავდა. ტატამზე მხოლოდ 60 კილოგრამში მოჭიდავე თორნიკე ნაგლიაშვილი და ივანე ჯავახიშვილი გავიდნენ და მეოთხედფინალამდე დამარცხდნენ. შესაბამისად, საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსიც უმალ დაკარგეს.

ნაგლიაშვილი, რომელმაც ერთი თვის წინ, ევროპირველობაზე უმსუბუქეს წონაში ფინალში იჭიდავა, ამჯერად ერთი წონით მაღლა გამოვიდა. წილისყრამ პირდაპირ მეორე წრეში განთესა, სადაც ეკვადორელ მიჩელ პატინო ვილაგრას იუკოთი აჯობა. მერვედფინალში კი ამერიკელ ადონის დიაზთან თავად წააგო იუკოთი.

ივანე ჯავახიშვილიც ევროპული ვერცხლით ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა - მეორე წრეში აზერბაიჯანელ მეჰმან სადიგოვთან ვაზარით დამარცხდა.

60 კილოგრამში ჩემპიონატი წაუგებლად პირველ ნომრად განთესილმა ესპანელმა ფრანსისკო გარიგოსმა ჩაამთავრა და სეზონის ოქროს დუბლი გაიფორმა. შეგახსენებთ, გარიგოსმა ევროპირველობაზეც იმარჯვა.

გუშინ გათამაშებული ოთხი ოქროს მედლიდან სამი იაპონელთა ანგარიშზეა. 55 კილოგრამში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ვატარუ უმეკიტა ავიდა. გოგონებში კი ჰიტომი საკაგუჩი (44 კგ) და ამი კონდო (48 კგ) გაჩემპიონდნენ.

დღეს საქმეში 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავე ვაჟები და 52 და 57 კილოგრამებში დარეგისტრირებული გოგონები ჩაერთვებიან. წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 17 საათიდან დაიწყება. საქართველოს დროშის ქვეშ კი ოთხი ძიუდოისტი იჭიდავებს: გელა კელიხაშვილი, ბექა ვიბლიანი (ორივე 66 კგ), კობა მჭედლიშვილი (73 კგ) და მზია ბებოშვილი (52 კგ).

გელა კელიხაშვილი ჩემპიონატს ებრაელ როდიონ გოლოდთან შეხვედრით გახსნის. ბექა ვიბლიანი აზერბაიჯანელ ტელმან ვალიევს დაეჭიდება. კობა მჭედლიშვილი - სერბ სტრინია ბუნჩიჩს, ხოლო მზია ბებოშვილი – ეკვადორელ დიანა დიასს.

ძიუდო

მსოფლიოსჩემპიონატი

ახალგაზრდები

მაიამი

22 ოქტომბერი

ვაჟები

55 კგ

1 ვატარუუმეკიტა (იაპონია)

2 კამალფიკრი (საფრანგეთი)

3 ამარტუვშინბაიარაა (მონღოლეთი)

3 ბატულგაგანბაატარი (მონღოლეთი)

60 კგ

1 ფრანცისკოგარიგოსი (ესპანეთი)

2 ცოგტბაატარცენდოჩირი (მონღოლეთი)

3 ინ ჰიუკჩოი (სამხრეთკორეა)

3 მეჰმანსადიგოვი (აზერბაიჯანი)

გოგონები

44 კგ

1 ჰიტომისაკაგუჩი (იაპონია)

2 ლარისაფარიასი (ბრაზილია)

3 მელისაჩაკმაკლი (თურქეთი)

3 ოლფასაუდი (ტუნისი)

48 კგ

1 ამიკონდო (იაპონია)

2 დილარალოკმანჰეკიმი (თურქეთი)

3 ალექსანდრაპოპი (რუმინეთი)

3 პატრისიასზეკელი (გერმანია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115227