თამაშგარე

11:15 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანი ბრიტო კეთილი ნების ელჩი გახდება

მოდელი და მსახიობი სტეფანი ბრიტო, ერთ დროს ბრაზილიელი ფეხბურთელის, პატოს ცოლი იყო. თუმცა რამდენიმე წლის წინ სტეფანიმ თავის ქმარს ღალატი არაფრით აპატია და პატოს ქალებში განავარდება ცოლ-ქმრის დაშორებით დამთავრდა.

ამ ამბების შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და სტეფანი ბრიტოც თითქოს მიავიწყდათ კიდეც, მაგრამ ამ რამდენიმე დღის წინ პატოს ნაცოლარმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა თავი. როგორც იტალიური მედია წერს, სტეფანი ბრიტო გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდება აფრიკაში.

როგორც იცით, მოშიმშილე და დაავადებების წინააღმდეგ მებრძოლი აფრიკელების დახმარებაის სურვილი არაერთმა ცნობილმა ადამიანმა გამოთქვა და აფრიკის დასახმარებლად გვარიანი ფულიც იხარჯება ყოველწლიურად. კეთილი ნების ელჩები კი ამ მოძრაობის ერთგვარი სულისჩამდგმელები არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.16185