სხვა

22:21 | 22.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყვარელი და მამული უდანაკარგოდ არიან

ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატზე 1998-99 წლებში დაბადებულ გოგონებს შორის, წინა პირველობის ბრინჯაოს პრიზიორმა, ყვარლის გუნდმა დაამარცხა ვიცეჩემპიონი, ფოთი - 24:22.

ფოთელებს მეკარის პრობლემა აქვთ (ტრავმის გამო ვერ თამაშობს საქართველოს ნაკრების წევრი ქრისტინე ჯავახია) და პეგასთან მარცხის შემდეგ მეორე მატჩი დათმეს პრინციპულ მეტოქესთან.

ყვარელმა ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო და 8 ქულით ლიდერობს. უდანაკარგოდაა მოქმედი ჩემპიონი მამულიც - 6 ქულა 3 მატჩიდან. ლიდერთა თამაში ხუთშაბათს, 16 საათზე გაიმართება გლდანში, ჯემალ ცერცვაძის სახელბურთო აკადემიაში.

საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები. 1998-99

პირველი წრე. გლდანი

22 ოქტომბერი

ფოთი - ყვარელი 22:24

ფოთ: კუბლაშვილი - გადელია 6, ხურცილავა 4, სიხარულიძე 4, ჭითანავა 3, ბერაია 3, ფარცვანია 2, ყუფუნია

ყვ: გუბელაძე - კუნელაშვილი 9, ს. იორდანიშვილი 6, ქიტესაშვილი 3, თეთრაშვილი 3, მიხელიძე 3, თ. იორდანიშვილი, კუპატაძე

ქარიშხალა - მამული 6:35

პეგასი - წყალტუბო 32:17

იმედი - პეგასი 3:12

მდგომარეობა: ყვარელი 8 ქულა (4 თამაშიდან), მამული 6 (3), პეგასი 6 (4), ფოთი 4 (4), წყალტუბო 0 (3), ქარიშხალა 0 (3), იმედი (3)

23 ოქტომბერი

12:00 ფოთი - წყალტუბო

13:20 ქარიშხალა -პეგასი

14:40 წყალტუბო - იმედი

16:00 ყვარელი - მამული

24 ოქტომბერი

12:00 წყალტუბო - ქარიშხალა

13:20 მამული - ფოთი

14:40 ყვარელი - პეგასი

16:00 იმედი - ქარიშხალა

http://geohandball.ge/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117213