ფეხბურთი

20:34 | 22.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "მესი მოედანზე სწრაფად ფიქრობს"

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" შემტევმა ნეიმარმა ლიონელ მესის მიმართ მორიგი საქებარი სიტყვები არ დაუშურა. ბრაზილიელი აღნიშნავს, რომ არგენტინელი მოედანზე სწრაფად ფიქრობს და გატანილი გოლების დიდი რაოდენობაც სწორედ ამის შედეგია.

"ჩვენი მთავარი იარაღი პასებია, რომლის შედეგადაც ვქმნით მომენტებს და გოლებს ვიტანთ. მესი საუკეთესოა თანამედროვე ფეხბურთში, იგი მოედანზე სწრაფად ფიქრობს და გუნდიც კარგად თამაშობს. "ელ კლასიკოს" მოუთმენლად ველოდებით. "აიაქსთან" მატჩის შემდეგ მცირე დასვენება გვჭირდება, რათა დიდი ბრძოლისთვის მოვემზადოთ." - განაცხადა ნეიმარმა.

ნეიმარმა პრიმერადივიზიონის მიმდინარე სეზონში რვა გოლი გაიტანა, ხოლო არგენტინელის ანგარიშზე შვიდი გოლი და რვა საგოლე გადაცემაა.

0.10932