ფეხბურთი

16:18 | 22.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა : “რომასა” და “ბაიერნს” შორის ასეთი დიდი სხვაობა არაა”

“ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ, ჩემპიონთა ლიგაზე “რომასთან” გამარჯვების (7:1) შემდეგ განაცხადა, რომ რომაელებთან მიუნხენში იოლ მატჩს არ ელის.

“მგონი, თქვენ გაზვიადებულად აფასებთ “ბაიერნის” მიღწევას. რობენის სწრაფმა გოლმა თამაშის ჩვენთვის სასურველი სცენარით წაყვანის საშუალება მოგვცა. ჩვენს მოთამაშეებს მოსწონთ ბურთის ფლობა და ცდილობენ შეტევისთვის თავისუფალი ადგილის პოვნას. დარწმუნებული ვარ, ორი კვირის შემდეგ მიუნხენში ნახავთ, რომ ამ ორ გუნდს შორის დიდი სხვაობა არაა” – ციტირებს football italia გვარდიოლას სიტყვებს.

“ბაიერნი” – “რომას” განმეორებითი მატჩი მიუნხენში 5 ნოემბერს გაიმართება.

0.116083