ფეხბურთი

15:38 | 22.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მერებაშვილის გოლი საბერძნეთში საუკეთესოდ აღიარეს

საბერძნეთის სუპერლიგის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მე-7 ტურის საუკეთესო გოლის ავტორი ოფი-ს ქართველი შემტევი გიორგი მერებაშვილი გახდა.

ქართველმა ფეხბურთელმა კრეტელთა რიგებში პირველი ოფიციალური თამაში "პანათინაიკოსთან" სტუმრად ჩაატარა და დებიუტი 21-ე წუთზე ლამაზი გოლით აღნიშნა: ფლანგიდან ჩაწოდებულს ერთი შეხებით დაარტყა, ბურთი ხარიხას მოხვდა და კარში ისე შევარდა.

გიორგი მერებაშვილმა ხმების უმრავლოსობა დააგროვა - 58.42%. გასული ტურის საუკეთესო ფეხბურთელი კი ოფი-ს ფეხბურთელი გეორგიოს მაკრისი გახდა.

0.109119