ჩოგბურთი

14:32 | 22.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სიმონამ სერენაზე სენსაციურად იმარჯვა  

სინგაპურში მიმდინარე ქალ ჩოგბურთელთა წლის შემაჯამებელ ტურნირზე, რუმინელმა სიმონა ჰალეპმა პლანეტის ნომერ პირველი ჩოგბურთელი, 18-გზის დიდი სლემის ჩემპიონი, ამერიკელი სერენა უილიამსი სენსაციურად დაამარცხა (6:0, 6:2).

მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერმა ჰალეპმა პირველ სეტში უილიამსი გაანადგურა (6:0). პირველ სეტში სერენამ მხოლოდ 8 ქულა მოიგო, რაც ანტირეკორდია ამერიკელისთვის.

მეორე სეტი უილიამსის წაგებული ჩაწოდებით დაიწყო. მატჩში სერენამ 8 გეიმის შემდეგ მოახერხა პირველი გეიმის მოგება. თითქოს სერენა უნდა დაბრუნებულიყო მატჩში, მაგრამ სიმონამ შანსი ხელიდან არ გაუშვა და კარიერაში სერენა უილიამსი პირველად დაამარცხა.

უილიამსმა 2 ეისი ჩააწოდა და 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა, რუმინელმა 2 ეისი ჩააწოდს და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა

“კარგად ვითამაშე ყველაფერი გამომდიოდა, კორტზე კარგად ვმოძრაობდი. მადლობა გულშემატკივრებს, ძალიან ბედნიერი ვარ, ეს სიგიჟეა”- განაცხადა ჰალეპმა მატჩის შემდგომ ინტერვიუში.

წლის შემაჯამებელი ტურნირის საპრიზო ფონდი 6.5 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

წითელ ჯგუფში სიმონა 2 მოგებით პირველ ადგილზე იმყოფება. სერენა მეორე ადგილზეა ერთი მოგებით და ერთი წაგებით. III-IV ადგილზე ბუშარი და ივანოვიჩი იმყოფებიან, რომლებიც მეორე ტურის მატჩში ერთმანეთს დღეს თბილისის დროით 15:30 საათზე დაუპირისპირდებიან.

წითელი ჯგუფი

1.

სიმონა ჰალეპი

2

2

0

4:0

2

2.

სერენა უილიამსი

2

1

1

2:2

1

3.

ეჟენი ბუშარი

1

0

1

0:2

0

4.

ანა ივანოვიჩი

1

0

1

0:2

0

მატჩის საუკეთესო მომენტები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117719