ფეხბურთი

13:50 | 22.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლოიკ რემი "მანჩესტერთან" ვერ ითამაშებს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა ლოიკ რემიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში სლოვენიური "მარიბორის" წინააღმდეგ ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო და პრემიერლიგის მე-9 ტურის მატჩს "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამოტოვებს.

აღნიშნული ინფორმაცია "არისტოკრატების" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ დაადასტურა.

"ტრავმა სერიოზული არაა, თუმცა რემი მომდევნო მატჩს გამოტოვებს. ამის გამო არ ვნერვიულობ, ჩვენ ტრავმების გამო არ ვტირით - ეს ჩვენი ფილოსოფიაა. როცა ერთი ფეხბურთელი დაშავდება, სხვა ითამაშებს და ეს ფაქტი სხვა ფეხბურთელისთვის შანსია. ჩვენ მოვემზადებით "მანჩესტერის" წინაღმდეგ მატჩისთვის და შევეცდებით წარმატებას მივაღწიოთ." - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

"მარიბორთან" გამართულ მატჩში ფრანგმა თავდამსხმელმა მე-13 წუთზე "ჩელსი" დააწინაურა და სამ წუთში მიღებული ტრავმის გამო მოედანზე მის მაგივრად დიდიე დროგბა შევიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117363