ფეხბურთი

13:32 | 22.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონს” “პრივატბანკი” უსპონსორებს

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” სპონსორი უკრაინული “პრივატბანკი” გახდა. 22 ოქტომბერს “ზესტაფონის” ოფისში “პრივატბანკის” აღმასრულებელმა დირექტორმა იური კანდაუროვმა და “ზესტაფონის” გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც 1 წლიანია.

კონტრაქტის თანახმად, “ზესტაფონი” გარკვეულ თანხას მიიღებს, რომელიც არ დაკონკრეტებულა, ხოლო სამაგიეროდ, “პრივატბანკს” რეკლამას გაუწევს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატსა და ევროტურნირებზე.

ხელშეკრულების გაფორმებას “ზესტაფონის” პრეზიდენტი ილია კოკაიაც დაესწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114476