კალათბურთი

12:05 | 22.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

განსაკუთრებული გრეგ პოპოვიჩი

გრეგ პოპოვიჩი სამჯერ (2003, 2012, 2014) დაასახელეს სეზონის საუკეთესო მწვრთნელად. გრეგი ხუთჯერ გახდა ნბა-ს ჩემპიონი „სან ანტონიოსთან“ ერთად. გრეგი და ტიმ დანკანი ყოველთვის ბევრ თამაშს იგებენ რეგულარულში და პლეი ოფში. პოპოვიჩი კალათბურთის ენციკლოპედიაა, რომელიც ყოველთვის საინტერესოდ წასაკითხია.

გრეგ პოპოვიჩი, სტამბოლში, დარუშაფაქას სპორტულ კომპლექსში, „სან ანტონიოსთან“ ერთად იყო. პოპოვიჩმა თურქეთს და ზოგადად ევროპას თავისივე შექმნილი, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი გუნდი ჩამოუყვანა. ტეხასელებმა ჯერ სუპერფინალი ლებრონის „მაიამისთან“წააგეს, შემდეგ, გაპიარებული მოწინააღმდეგე „დაანგრიეს“.

„სან ანტონიოს“ ღია ვარჯიშზე პოპოვიჩი ჩვენი რესპონდენტი გახდა.

- მისტერ პოპოვიჩ, რამდენად მნიშვნელოვანია, სუპერფინალის მოგება „მაიამისთან“, იგივე გუნდთან ერთი წლის წინ წაგებული მძიმე სერიის შემდეგ?

- მნიშნელოვანზე უფრო სასიამოვნო იყო, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი ეიფორიის დავიწყებაა. ეიფორიამ არ უნდა მოგადუნოს. თუ მოტივაციით ეიფორიას გადავფარავთ, მაშინ წარმატებული სეზონი გვექნება, ასე რომ, ვცდილობთ, საჩემპიონო მადის შენარჩუნებას და როგორც ყოველთვის, ვუფრთხილდებით ასაკს.

- როგორ მოგწონთ თურქეთი?

- თურქეთში მერვედ, თუ მეცხრედ ვარ, ასე რომ, სტამბოლი და სხვა რამდენიმე ქალაქი კარგად ვიცი. გუნდის ნაწილმა ნახა სულთანაჰმედი, ჩვენმა მწვრთნელებმა (ეტორე მესინას შემადგენლობით) უბრალოდ ისეირნეს ქუჩებში. მე, როგორც ასაკოვანი კაცი, ვცდილობ კარგად გამოვიძინო. სტამბოლში დაახლოებით ერთი წელიწადი ვცხოვრობდი და ეს ქალაქი ძალიან მიყვარს. აქ უამრავი დასათვალიერებელი ადგილია და სამდღიან პროგრამაში ამდენი რამის ათვისება წარმოუდგენელია.

- შეგიძლიათ ტიმ დანკანს სთხოვოთ, რომ ამ სეზონის შემდეგ არ დაასრულოს კარიერა?

- არ ვიცი, ვერ გეტყვით. ჩვენ ამას ვერ ვაკონტროლებთ. ტიმის სხეულმა უნდა გაუძლოს ამ დატვირთვას.

- რას იტყვით „სან ანტონიოს“ ახალ მწვრთნელ ბეკი ჰამონზე?

- მას ძალიან კარგად ესმის კალათბურთი. როგორც მოთამაშე, ბეკი იყო გუნდის ლიდერი, ის გრძნობს თამაშს, აქვს კომუნიკაციის ნიჭი. შარშან რეგულარული ჩემპიონატის ბოლოს, ან თუ გსურთ, პლეი ოფის დასაწყისში, ბეკი ჩვენთან ერთად იყო და მთელი გზა ერთად გავიარეთ. ის ჩვენი ორგანიზაციის დიდი ნაწილია და გუნდისთვის ბევრი ახალი ელემენტის მოტანა შეუძლია.

- და ეტორე მესინა?

- მწვრთნელი მესინა ჩემი მეგობარია და უბრალოდ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. როგორც კი, ამის შანსი მომეცა, მომენტალურად დავუკავშირდი მესინას და „სან ანტონიოში“ გადმოსვლა შევთავაზე. ჟელკო ობრადოვიჩსა და დუშან ივკოვიჩთან ერთად, მესინა ევროპაში საუკეთესოა. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება მომენტალურად მივიღე. მთავარი იყო მესინას თანხმობა, ჩვენ გაგვიმართლა, რომ ის დღეს ჩვენთან ერთადაა.

ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ. ეტორე ხომ კალათბურთით ცხოვრობს. მესინა ადამიანია, რომელიც უბრალოდ თავს არ დაგიქნევს და არ დაგეთანხმება იმის გამო, რომ შენ მისი ბოსი ხარ. მასთან დავა სასიამოვნოა.

- ასე რომ, იტალიელი პოპოვიჩი ორიგინალ პოპოვიჩთან მიდის?

- თუნდაც.

- ჩემპიონობა რომ ვერ შეინარჩუნოთ, გული დაგწყდებათ?

- რა თქმა უნდა, თუმცა ყველაფრის მოგება შეუძლებელია. რაც არ უნდა მოხდეს, ცხოვრება გრძელდება.

- რას იტყვით ნბა-ს თურქ მოთამაშეებზე?

- ყოველთვის პატივს ვცემდი თურქ მოთამაშეებს. ჰედო თურქოღლუმ ჩვენთან ერთი სეზონი ჩაატარა (2003-2004, ავტ.), ვმეგობრობთ. ის დღესაც იქაა 54 წლის კაცისთვის დღესაც ძალიან კარგ ფორმაშია. შეიძლება 17-18 წელი მოვუმატე, მაგრამ დაახლოებით ამ ასაკშია.

ინტერვიუს დასრულებისთანავე პოპოვიჩმა ავტოგრაფების დარიგება დაიწყო. ჩვეულებრივი სესია არაჩვეულებრივი ადამიანისგან. გრეგი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპეციალისტია. რედ აუერბახთან და ფილ ჯექსონთან ერთად, გრეგი ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად ითვლება.

პოპოვიჩი ინტელექტის შადრევანია. პოპოვიჩმა თვალი ჩაგვიკრა და მოთამაშეებთან დაბრუნდა. გრეგთან ურთიერთობა სასიამოვნო, საპატიო და ალბათ, არასაკმარისი იყო.

პოპოვიჩიც განსაკუთრებულია. ისევე, როგორც მთელი „სან ანტონიო“.

ეკა ლოლუა სპეციალურად worldsport.ge-სთვის სტამბოლიდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102041