ჭადრაკი

0:08 | 22.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ მარცხით დაიწყო

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში სტარტი აიღო ვაჟთა შორის მსოფლიო გრან-პრის სერიის მეორე ეტაპმა, რომელშიც ქართველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავაც (2717) ჩაერთო.

მის გარდა, შეჯიბრს 11 მონაწილე ჰყავს: გირი (ჰოლანდია, 2768), მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2764), ნაკამურა (იაპონია, 2764), კარუანა (იტალია, 2844), კასიმჟანოვი (უზბეკეთი, 2706), რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 2726), კარიაკინი (რუსეთი, 2767), იაკოვენკო (რუსეთი, 2747), ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2757), ანდრეიკინი (რუსეთი, 2722), გელფანდი (ისრაელი, 2748).

ასპარეზობა წრიული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს. პირველ ტურში ჯობავა შავი ფიგურებით ნაკამურას გაეჯიბრა და მარცხი განიცადა, 23 ოქტომბერს კი თეთრებით კარუანას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11657