ჭადრაკი

23:27 | 29.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

3 ტურის თავზე “თბილისი” დაწინაურდა

ურეკში მიმდინარე საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის 3 ტურის თავზე საჭადრაკო კლუბი “თბილისი” ლიდერობს. ამ გუნდმა ამჯერად “გორს” სძლია “მშრალად” – 5:0 და 6 ქულა მოაგროვა. თბილისელთა მხრიდან პარტიები ბაადურ ჯობავამ (2708), მიხეილ მჭედლიშვილმა (2603), კოკა შანავამ (2550), სოფიო გვეტაძემ (2361) და ნინო ხომერიკმა (2158) მოიგეს.

მე-3 ტურის სხვა პარტიები ასე დასრულდა: “ქუთაისი”-“რუსთავი” 2:3, “კახეთი”-“სამეგრელო” 4:1, “ნონა” (აჭარა)-“გურია” 4.5:0.5. შედეგად, 5-5 ქულა მოაგროვეს “კახეთმა” და “ნონამ”, მე-4 ადგილზე კი ”ქუთაისია” 4 ქულით.

7 ტურად მიმდინარე ტურნირის მე-4 ტურში გუნდები ასე დაწყვილდნენ: “რუსთავი”-“გურია”, “სამეგრელო”-“ნონა”, “გორი”-“კახეთი”, “ქუთაისი”-“თბილისი”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111082