ჭადრაკი

15:55 | 21.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ორი სათამაშო დღის შემდეგ...

ბათუმში მიმდინარე ევროპის ასაკობრივ პირველობაზე მეორე სათამაშო დღე მიიწურა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვებ-გვერდის ცნობით, ჩემპიონატის მონაწილეებისთვის ფანტასტიური სათამაშო პირობებია შექმნილი. ნორჩი მოჭადრაკეები სასტუმრო “შერატონის” და “ინტურისტის” საკონფერენციო დარბაზებში ეჯიბრებიან ერთმანეთს.

ყველაზე პრესტიჟულად, როგორც წესი, უფროსი ასაკობრივი კატეგორიის – 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა ასპარეზობა ითვლება.

18-წლიან გოგონათა შორის 33 ქვეყნის 56 მოჭადრაკე მონაწილეობს. მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან 7 მოჭადრაკე და საქართველოდან 6 გოგონა.

ჩემპიონატის სატურნირო რეიტინგ-სიას საერთაშორისო ოსტატები: უკრაინელი მარია ტანციურა (2352) და აზერბაიჯანელი გუნაი მამამზადა (2316) ლიდერობენ. ჩვენებურებიდან ყველაზე მაღალი რეიტინგი ფიდე-ს ოსტატ ნატო იმნაძეს (2175) გააჩნია.

2 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით ერთბაშად 9 მონაწილე დაწინაურდა, მათ შორისაა იმნაძეც. მომდევნო ტურში ნატო ქრისტიანა-ანდრეა ნავროტესკუს (საფრანგეთი, 2118) დაუპირისპირდება.

18-წლამდე ჭაბუკთა შორის 35 ქვეყნის 64 მოჭადრაკე ასპარეზობს. აქედან, 20 საერთაშორისო წოდების მატარებელია. როგორც წესი, ასაკობრივ ჩემპიონატებში იშვიათად მონაწილეობენ უმაღლესი, საერთაშორისო დიდოსტატის ტიტულის მატარებელი მოჭადრაკეები.

სარეიტინგო-სიას ისრაელის წარმომადგენელი, საერთაშორისო დიდოსტატი აიტალ ბორუხოვსკი (2501) ლიდერობს, შემდეგ მოდიან 2495 რეიტინგ-ქულით მაქსიმ ჩიგაევი (რუსეთი) და ჰაიმე ლატასა სანტოსი (ესპანეთი).

ქართველებიდან უმაღლესი რეიტინგი – 2179 ნიკოლოზ ქუმსიაშვილს გააჩნია და 36-ე ნომრადაა განთესილი.

ჭაბუკებშიც ყველაზე წარმომადგენლობითი რუსეთის დელეგაციაა – 9 მონაწილე.

ქულათა მაქსიმუმით 7 მონაწილე დაწინაურდა, ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩება ნიკოლოზ ქუმსიაშვილი და მომდევნო ტურში მისი მეტოქე ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, საერთაშორისო ოსტატი მაქსიმ ჩიგაევი იქნება.

16-წლიან ჭაბუკებში 39 ქვეყნის 89 მოთამაშე ასპარეზობს, მათ შორის ათი ჩვენებურია.

რეიტინგ-სიას ლიდერობენ: აჰაპ სანალი (თურქეთი, 2459), ბილელ ბელაჩენსი (საფრანგეთი, 2443) და მაქსიმ ვავულინი (რუსეთი, 2431)... 11. გიორგი სიბაშვილი (საქართელო, 2350).

2 ტურის შემდეგ დანაკარგის გარეშე გალიდერებულ 11-კაციან ჯგუფში სიბაშვილი და ნოე თუთისანიც (2224) იმყოფებიან. მომდევნო ტურში გიორგის მეტოქე აზერბაიჯანელი ისმაილ შახალიევი (2206) იქნება, ხოლო ნოესი – ფავორიტი ვავულინი.

16-წლიან გოგონებში 33 ქვეყნის 67 გოგონა ასპარეზობს და ძირითად ფაორიტებად მოიაზრებიან: ირინა დროგოვოზი (რუსეთი, 2257), დინარა დორჟიევა (რუსეთი, 2238), ალესია სანტერანო (იტალია, 2177), ნინო ხომერიკი (საქართველო, 2168) და ევა ხარაზინსკა (პოლონეთი, 2166).

2-2 ქულით ჩემპიონატს 12 მონაწილე ლიდერობს. მათ შორისაა ნინო ხომერიკიც.

14-წლიან ჭაბუკებში 37 ქვეყნის 99 მონაწილეა და რეიტინგ-სიას ლიდერობენ: ინიგო მულეტ ლოპესი (ესპანეთი, 2429), ჰაიკ მარტიროსიანი (სომხეთი, 2391), ლუკა მორონი (იტალია, 2334)... 60. ნიკოლოზ ცომაია (საქართველო, 1930).

2 სათამაშო დღის შემდეგ, ერთბაშად 15 მონაწილე დაწინაურდა ქულათა მაქსიმუმით.

14-წლიან გოგონათა შორის 35 ქვეყნის 77 გოგონა თამაშობს და 7 მათგანი საქართველოს ღირსებას იცავს.

რეიტინგ-სიის ლიდერებში არიან: 1. სტავრულა ცოლაკიდუ (საბერძნეთი, 2305), 2. პოლინა შუვალოვა (რუსეთი, 2142), 3. ალექსანდრა ობოლენცევა (რუსეთი, 2126) ...20. ნინო ჯალაღონია (საქართველო, 1887).

2-2 ქულით 11 მონაწილე დაწინაურდა, რომელთა შორის ნინო ჯალაღონიაცაა.

12-წლიან ყმაწვილებში 37 ქვეყნის 121 მოჭადრაკე ასპარეზობს და დანაკარგის გარეშე 18 მონაწილე დაწინაურდა. ლიდერთა შორის ლუკა ობოლაძე და ნიკოლოზ პეტრიაშვილიც არიან.

12-წლიან გოგონებში 30 ქვეყნის 76 გოგონა მონაწილეობს. ქულათა მაქსიმუმით 12 გოგონა დაწინაურდა, მათ შორის ანასტასია სიდამონიძე.

10-წლიან ბიჭებში 34 ქვეყნის 121 მოჭადრაკე მონაწილეობს და მათ შორის 18 ქართველია.

2 ტურის შემდეგ 2 ქულა ერთბაშად 23-მა მოთამაშემ დააგროვა, რომელთა შორის ნიკოლოზ კაჭარავა და ანდრია ლოლაძეც იმყოფებიან.

ანალოგიური ასაკის გოგონებში 25 ქვეყნის 73 მოთამაშე ასპარეზობს და განვლილი 2 სათამაშო დღის შემდეგ ერთბაშად 14 მონაწილე დაწინაურდა.

8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის 23 ქვეყნის 63 მოჭადრაკე მონაწილეობს. 2-2 გამარჯვებით 14 მოთამაშე დაწინაურდა, რომელთა შორის მართა ქათამაძეც იმყოფება.

8-წლიან ბიჭუნებში 23 ქვეყნის 83 მოთამაშე გამოდის და 2-2 ქულა 19-მა მონაწილემ დააგროვა. ლიდერთა შორის არიან საქართველოს წარმომადგენლები: გიორგი გელაშვილი, ალექსანდრე ყორღანაშვილი და ბარდია დანეშვარი.

0.119701