ფეხბურთი

2:01 | 21.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

იოდამ კომპენსირებულ დროში შემოაბრუნა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის დასკვნითი შეხვედრა “ანოეტაზე” გაიმართა, სადაც “სოსიედადმა” “ხეტაფე” მიიღო და დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა.

მატჩი “ხეტაფემ” უფრო აქტიურად დაიწყო და პაბლო სარაბიას გოლის გატანა ორჯერ შეეძლო. პირველ შემთხვევაში მეკარემ ივარგა, ხოლო მეორეში ძელმა არ გაატანინა ახალგაზრდა შემტევს. გატანა შეეძლო ჩორის კასტროსაც, რომლის დარტყმული ასევე ძელმა უკუაგდო.

მეორე ტაიმში პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, ფინბოგასონს თავის პირველი გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ვისენტე გუაიტას ვერ აჯობა. ამის შემდეგ, ისევ სტუმრები გააქტიურდნენ, ჯერ იოდას აუღო ზუბიკარაიმ, ხოლო შემდეგ მიჩელს არ გაატანინა. ამ ეპიზოდში უნდა აღინიშნოს იოდას საოცარი გადაცემა, რომელიც მიჩელმა ვერ შეირგო. შეხვედრის მთავარი მოვლენები ბოლო 10 წუთში განვითარდა. 82-ე წუთზე კანალესმა დიდებული ქუსლური გადაცემით გარღვევაზე გაიყვანა კარლოს ველა, რომელმაც ასევე კარგად ითამაშა და ცარიელ კართან დატოვებულმა ჰერვასმა ანგარიში გახსნა. სტუმრებს აქამდე მხოლოდ 4 გოლი ჰქონდათ გატანილი და ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რაც “ხეტაფემ”, უფრო სწორად კი, იოდამ გააკეთა. 90-ე წუთზე ფრანგმა ნახევამცველმა შესანიშნავად ითამაშა და უზუსტესი დარტყმით გაათანაბრა. მადრიდელებმა ეს არ იკმარეს, 94-ე წუთზე მშვენივრად ითამაშა სამირმა, რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და ცარიელ კართან მყოფ იოდას გადააწოდა ბურთი, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა, დუბლი გაიფორმა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუპოვა – 1:2.

სოსიედადი – ხეტაფე 1:2 (0:0)

სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-2-3-1):
ზუბიკარაი, ი.მარტინესი, ანსოტეგი, ბერჩიჩე, ზალდუა, ბერგარა, ზურუტუზა, კასტრო (ჰერვასი 74), პრიეტო (აგირეჩე 79), ველა, ფინბოგასონი (კანალესი 61).
მწვრთნელი: ხაგობა არესატე

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ესკუდერო, ველაზკესი, ალექსისი, ველარა, ხ.როდრიგესი, ლასენი (ბაბა 86), ჰინესტროზა (ლაფიტა 70), სარაბია (მიჩელი 62), იოდა, სამირი.
მწვრთნელი: კოსმინ კონტრა

გოლები: 1:0 ჰერვასი (82), 1:1;1:2 იოდა (90;94).
გაფრთხილებები: ზალდუა – ჰინესტროზა, ლასენი, ვალერა, მიჩელი
მსაჯი: პედრო პერეს მონტერო
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 13(2)-15(7), ჯარიმა: 10-13, კუთხური: 8-4, თამაშგარე: 3-2, სეივი: 5-1

ბომბარდირები: რონალდუ (“რეალი”) – 15. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 8. მესი (“ბარსელონა”) – 7.

1.

ბარსელონა

8

7

1

0

22:0

22

2.

სევილია

8

6

1

1

15:8

19

3.

რეალი

8

6

0

2

30:9

18

4.

ვალენსია

8

5

2

1

17:7

17

5.

ატლეტიკო

8

5

2

1

14:7

17

6.

ვილიარეალი

8

4

2

2

12:7

14

7.

სელტა

8

3

4

1

13:11

13

8.

მალაგა

8

3

3

2

7:8

12

9.

რაიო ვალეკანო

8

3

2

3

11:12

11

10.

ხეტაფე

8

3

1

4

6:12

10

11.

ესპანიოლი

8

2

3

3

9:10

9

12.

ეიბარი

8

2

3

3

8:10

9

13.

ალმერია

8

2

3

3

7:9

9

14.

გრანადა

8

2

2

4

5:12

8

15.

დეპორტივო

8

2

1

5

11:19

7

16.

სოსიედადი

8

1

2

5

9:13

5

17.

ბილბაო

8

1

2

5

5:12

5

18.

ელჩე

8

1

2

5

7:18

5

19.

ლევანტე

8

1

2

5

4:20

5

20.

კორდობა

8

0

4

4

5:13

4

თეგებილა ლიგა
0.116872