კალათბურთი

0:00 | 21.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ახალი ფილიპინური რეკორდი

საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ფილიპინებში, სადაც მე-40 ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატის სასტარტო მატჩს 52 612 მაყურებელი დაესწრო.

ახალი ეროვნული რეკორდი “ფილიპინ არენაზე” დაფიქსირდა, აქამდე კი საუკეთესო მაჩვენებელი 24 883 ადამიანი გახლდათ. ამდენი ქომაგი ფილიპინების თასის 2014 წლის გათამაშების ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტ – მე-7 მატჩზე მივიდა.

ცნობისთვის, “ბლექვოთერის” და “კია სორენტოს” მატჩზე ხალხი იმანაც მიიზიდა, რომ ამ უკანასკნელთა რიგებში პირველად ითამაშა ცნობილმა ფილიპინელმა მოკრივე მენი პაკიაომ. მან მოედანზე 7 წუთი გაატარა და რა გასაკვირია, თამაში უქულოდ დაასრულა.

0.125675