ფეხბურთი

17:39 | 20.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: “აიაქსთან” შეხვედრა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კლასიკო”

“ბარსელონას” ბრაზიელიელი ვარსკვლავი, ნეიმარი ჟურნალისტებს უახლოეს ორ შეხვედრაზე ესაუბრა. კატალონიური გრანდი სამშაბათს “აიაქსს” დაუპირისპირდება ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო შაბათს მადრიდის “რეალს” შეხვდება ლა ლიგაში.

ნეიმარის თქმით, “აიაქსთან” შეხვედრა კლასიკოზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. მისი აზრით, ჯერ საჭიროა ჰოლანდიურ გრანდთან მატჩზე ფიქრი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაერთონ “რეალთან” გასამართ დაპირისპირებაზე.

“ჩვენ სამშაბათს უნდა მოვიგოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ კლასიკოზე ფიქრი. ეს იქნება რთული მატჩი, “აიაქსი” დიდი გუნდია, რომელსაც ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს.

“აიაქსთან” გატანილი გოლი იქნება ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი თუ “რეალთან”? ორივესთან”, - განაცხადა ნეიმარმა.

თეგებინეიმარი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113691